Skip to content
23/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამოდის, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების თანხმობით ხდება ზემოქმედება პარლამენტის წევრებზე. ეს უნდა დამთავრდეს

მარშალ პრესი 22/05/2023
შალვა პაპუაშვილი

წინა კვირაში რაც ვნახეთ, ეს იყო ის, რაც დაფარულად ხდებოდა ომბუდსმენის არჩევისას, კერძოდ, ზემოქმედება პარლამენტის წევრებზე, რომელიც მოდიოდა პოლიტიკური ჯგუფებისა და ზოგიერთი არასამთავრობო ორგანიზაციისგან, გასულ კვირას, კენჭისყრის მსვლელობის დროს ვნახეთ დარბაზში, ვინ არიან ის ადამიანები, არასამთავრობოები, რომლებიც ზემოქმედებას ახდენენ პარლამენტის წევრებზე, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, პარლამენტის წევრს აქვს თავისუფალი მანდატი და ის თავისუფალია თავის გადაწყვეტილებებში.

„ამ მანდატში ჩარევა არის კონსტიტუციის საწინააღმდეგო ქმედება. ამიტომ ის არასამთავრობოები, პოლიტიკური ჯგუფები, რომლებიც პირდაპირ ზემოქმედებას ახდენენ პარლამენტის წევრებზე, ისინი არიან ის ორგანიზაციები ან პარტიები, რომლებიც არღვევენ კონსტიტუციას, ძირს უთხრიან დემოკრატიულ ინსტიტუტებს. მეორე მხრივ, დონორებმა, რომლებიც აფინანსებენ ასეთ ორგანიზაციებს, რომლებიც ბედავენ, რომ პარლამენტის წევრები შეაწუხონ, შეავიწროონ, დააბულინგონ, დააშინონ და აიძულონ ისინი, არ მიიღონ ის გადაწყვეტილება, რომელსაც თვლიან საჭიროდ, არამედ ისეთი, რომელიც ამ ამ მილიონების მქონე „ენჯეოებს“ სურთ, ეს გახლავთ ქართველი ხალხის ინტერესების წინააღმდეგ უცხოური ფულის ხარჯვა. ამიტომ დონორებს მოვუწოდებ, ჩახედონ, დაინტერესდნენ. წინაზეც ვეუბნებოდით, მაგრამ ასე არ ჩანდა. სამი ქალი დეპუტატი, სამწუხაროდ, არ ასახელებდა, ვინ ახდენდა მათზე ზემოქმედებას, ახლა პირდაპირ გამოჩნდა. დონორებს მოვუწოდებ, ნახონ ეს განცხადებები, დაელაპარაკონ იმ ორგანიზაციებს, რომლებსაც აფინანსებენ, რომ ასეთ ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონდეს. სხვა შემთხვევაში გამოდის, რომ დონორებიც იზიარებენ ამ პასუხისმგებლობას. გამოდის, რომ უცხო ქვეყნის წარმომადგენლების თანხმობით ხდება ზემოქმედება პარლამენტის წევრებზე. ეს უნდა დამთავრდეს“, – განაცხადა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი კატარის ეკონომიკურ ფორუმში მიიღებს მონაწილეობას
Next: დიღმის მასივში გამწვანების მორიგი აქცია გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.