Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები უწყვეტ რეჟიმში ხორციელდება

მარშალ პრესი 19/05/2023
347812986_243812578328809_2265555211597176159_n
ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურეობის სამსახურის თანამშრომლების მიერ, ახალშენის ადმინისტრაციულ ერთეულში, სოფელ ახალშენში, მინი სტადიონის განათების, ხოლო სოფელ ხე-ღრუში გარე განათების დაზიანებული ელექტროსადენების აღდგენითი სამუშაოები განხორცეილდა.
 ა(ა)იპ ” მუნიციპალური ინსპექციის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო”-ს მუნიციპალური ინსპექციის მშენებლობისა და ინსპექტირების და ზედამხედველიბის მიერ 72 მშენებარე ობიექტი შემოწმდა, ნებართვა გაცემულია და სამშენებლო საქმიანობა საპროექტო დოკუმენტაციის შესაბამისად მიმდინარეობს.
ა(ა)იპ ხელვაჩაურის გამწვანების, დასუფთავებისა და კომუნალური მომსახურეობის სამსახურის მიერ გამოცხადებული ელექტრონული ტენდერის ფარგლებში, ორთაბათუმის სოფელ სალიბაურში 6 ძირი წიწვოვანი ნაძვის ხე გადაიბელა, სოფელ ყოროლისთავში ერთი ძირი აკაციის ხე, სოფელ მახვილაურში 3 ძირი ევკალიპტის ხე მოჭრეს. სოფელ ახალშენში 3 ძირი ევკალიპტის ხე და 3 ძირი წიწვოვანი ნაძვის ხე გადაიბელა.
სოფელ სალიბაურში მოქალაქე გია გიორგაძის საცხოვრებელი მოქალაქე მარინა ბერიძის საცხოვრებელ სახლამდე, შიდა სასოფლო გზის რეაბილიტაცია გრძელდება.
სოფელ კირნათის ადმინისტრაციული შენობის ტერიტორიაზე სკვერის კეთილმოწყობის სამუშაოები მიმდინარეობს.
ფერდსამაგრი სამუშაოები ხორციელდება სოფელ განახლებაში მოქალაქე გიორგი ხალითბას საცხოვრებელ სახლთან.
სოფელ ახალშენის მეურნეობაში მოქალაქე ბეგლარ დავითაძის საცხოვრებელ სახლთან შიდა სასოფლო გზაზე ფერდსამაგრი კედლის მოწყობა დასრულდა.
სოფელ მასაურასა და მახოში წყლის რეზერვუარისა და მაგისტრალის სამუშაოები მიმდინარეობს.
მსგავსი სახის სამუშაოებს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი ადმინისტრაციულ ერთეულებში ეტაპობრივად ახორციელებს.

Continue Reading

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული სამუშაოები განხორციელდა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში სოფელ განახლებაში, ქოქოლაძეების მიმართულებით, ახალი ხიდის მშენებლობა აქტიურად მიმდინარეობს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025