IMG.GE IMG.GE ___________________________________ IMG.GE

„ნაციონალური მოძრაობის” კახეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე გიორგი ბოტკოველი და ამავე პარტიის გურჯაანის რაიონული ორგანიზაციის ხელმძღვანელი თემურ ბუწაშვილი სოციალურ ქსელში ავრცელებენ დეზინფორმაციას, თითქოს ხელისუფლებამ პანკისში, ხიდის კიბეები მდინარის კალაპოტში არასწორად დაამონტაჟა იქ, სადაც მდინარე ალაზანი ჩამოედინება და ამ მიზეზით მოსახლეობა ამ ხიდით ვერ სარგებლობს. ინფორმაციას ამის შესახებ ახმეტის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. მათივე ცნობით, ხიდთან მისასვლელი გზა სტიქიური მოვლენის დროს რამდენიმე კვირის წინ ღვარცოფმა წაიღო, თუმცა ადგილზე აღდგენითი სამუშაოები მალევე დაიწყო, რადგან ეს ხიდი ერთ სოფელს მეორესთან აკავშირებს და მოსახლეობა აქტიურად იყენებს.

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება