Skip to content
10/01/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე – პრემიერი

მარშალ პრესი 17/05/2023
ირაკლი ღარიბაშვილი ისლანდიაში

ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი „ტვიტერზე“ წერს.

როგორც მთავრობის მეთაური აღნიშნავს, ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებზე მან კვლავ დაადასტურა საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი.

“ევროპელ ლიდერებთან ერთად მივიღე მონაწილეობა ევროსაბჭოს სამიტის ფარგლებში ორგანიზებულ გენერალურ დებატებში თემაზე: “ვერთიანდებით ევროპისთვის”. კვლავ დავადასტურე საქართველოს ერთგულება დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების დაცვისა და საქართველოს ევროპული მისწრაფებებისადმი. ერთად ყოფნით შეგვიძლია მშვიდობისა და სტაბილურობის მიზნის მიღწევა ევროპის კონტინენტზე“, – აღნიშნავს პრემიერ-მინისტრი.

 

Post navigation

Previous: ბოლო წლებში მტკიცდება ისეთი ნორმები, როგორიცაა ბავშვებისთვის სქესის შეცვლის დანერგვა და ამის წახალისება – მეუფე შიო
Next: დიდუბის რაიონში საცხოვრებელი გარემოს გაუმჯობესების მიზნით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობებში სხვადასხვა სახის ინფრასტრუქტურული პროექტი ხორციელდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.