ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ, ხელვაჩაურის N1 საბავშვო ბაღის სამღებრო – მოპირკეთების სამუშაოები დაათვალიერა.
საბავშვო ბაღის შენობისა და ეზოს სარეაბილიტაციო სამუშაოები სრულდება.
პროექტის ღირებულება – 463 949 ლარს შეადგენს.
მუნიციპალიტეტის მერთან ერთად ხელვაჩაურის N1 საბავშვო ბაღში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოები, საკრებულოს თავმჯდომარე თენგიზ ირემაძემ, “მუნიციპალური ინსპექციის, ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველო”ს და საბავშვო ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა დაათვალიერეს.
