Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ირაკლი კობახიძე რუსეთიდან ფრენებზე – ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა ნიშნავს სანქციების დაწესებას

მარშალ პრესი 15/05/2023
ირაკლი კობახიძე

ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა ნიშნავს სანქციების დაწესებას, აქედან გამომდინარე, ეს არ არის საკითხი, რომელზეც სპეკულაციებს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი – განუცხადა ჟურნალისტებს “ქართული ოცნების” თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ოპოზიციის განცხადების პასუხად, იმის შესახებ რომ დოკუმენტების გაგზავნა „როსავიაციაში“ დაუშვებელია.

მისი თქმით, ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება – სანქცირებული ბორტები არ იქნება მიღებული, არასანქცირებული ბორტები იქნება მიღებული.

“თავის დროზე რუსეთის ფედერაციის მხრიდან ცალმხრივად დაუწესდათ სასჯელი საქართველოს მოქალაქეებს, დღეს ეს სასჯელი მოიხსნა. ჩვენ რუსეთის ფედერაციის მიმართ სანქციებს არ ვაწესებთ, აქედან გამომდინარე, ჩვენი პოზიცია ამასთან დაკავშირებით მკაფიო და ნათელია. ეს მიდგომა აბსოლუტურად გასაგებია და ამასთან დაკავშირებით ჩვენმა ხელისუფლებამ, საგარეო საქმეთა მინისტრმა გააკეთა მკაფიო განცხადება.

ითქვა, რომ სანქცირებული ბორტები არ იქნება მიღებული, მაგრამ არასანქცირებული ბორტები იქნება მიღებული. აქაც იყო სპეკულაციები, იგივე დოკუმენტების გაგზავნასთან დაკავშირებით. საზოგადოებისთვის რომ იყოს ნათელი, ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა ნიშნავს სანქციების დაწესებას, აქედან გამომდინარე, ესეც არ არის ის საკითხი, რომელზეც სპეკულაციებს შეიძლება ჰქონდეს საფუძველი“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: თაკო ჩარკვიანი გადაიქცა კეზერაშვილის და მერაბიშვილის ხმად – ნიკა მელია
Next: კრემლი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას იწყებს?! დასავლეთი კი სანქციებით გვემუქრება – ლევან მამალაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025