Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თაკო ჩარკვიანი გადაიქცა კეზერაშვილის და მერაბიშვილის ხმად – ნიკა მელია

მარშალ პრესი 15/05/2023
ნიკა-მელია

დაპირისპირება გრძელდება. თაკო ჩარკვიანის ბრალდებებს ამჯერად ნიკა მელია გამოეხმაურა სოციალურ ქსელში:

“ადამიანი რომელიც არის პარლამენტში და არავის წარმოადგენს გარდა კონკრეტული ადამიანების რუპორისა და ჩვენამდე მოაქვს ხმა ჩრდილისა და წარსულის სიღრმიდან.

თაკო ჩარკვიანი, რომელზეც არასდროს დავწერდი სტატუსს, საკუთარ თავს მაინც რომ წარმოადგენდეს პოლიტიკურ თუ საჯარო სივრცეში. ის ბოლო 1 წელიწადია გადაიქცა ჯერ მხოლოდ ვანო მერაბიშვილის და ბოლო პერიოდში კეზერაშვილის ხმად ტელევიზიებში და ერთ-ერთი “დამოუკიდებელი” არხის “ექსკლუზიური” ინფორმაციის წყაროდ… “ექსკლუზიურად” თითო სიუჟეტში ორჯერ მოხვედრის უფლებით.

პოლიტიკა საჯარო საქმეა, პასუხისმგებლობა სიმართლე და ღირსება აქ ბრძოლის მთავარი იარაღია….თანმიმდევრულობა კი მიზნის მიღწევისკენ მიმავალი სწორი მაგრამ რთული გზა.

მხოლოდ სწორი ადამიანების მართალი ბრძოლით აუცილებლად დამარცხდება ოლიგარქი და ყველა ჩრდილოვანი მმართველი, მათი “რუპორეპისათვის” კი პოლიტიკურ სივრცეში არც ადგილი დარჩება და არც დეპუტატის მანდატი.”- წერს ნიკა მელია.

Post navigation

Previous: რუსული თვითმფრინავები თავისუფლად დაფრინავენ: თურქეთში, ისრაელში, სომხეთში, აზერბაიჯანში, ცენტრალური აზიის ქვეყნებში და არავის უთქვამს, სანქციები უნდა დავუწესოთ ამ ქვეყნებსო
Next: ირაკლი კობახიძე რუსეთიდან ფრენებზე – ტექნიკური დოკუმენტების არგაგზავნა ნიშნავს სანქციების დაწესებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.