Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარტიის ქალთა ორგანიზაციამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა, რისთვისაც ორგანიზაციის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდი

მარშალ პრესი 14/05/2023
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარტიის ქალთა ორგანიზაციის ერთი წლის იუბილესთან დაკავშირებით გამართულ ღონისძიებას დაესწრო.

კობახიძის განცხადებით, ღონისძიებაზე ქალთა ორგანიზაციის მიერ ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნა წარდგენილი, საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც.

„ერთი წლის წინ დაფუძნდა პარტიის ქალთა ორგანიზაცია და დღევანდელი ღონისძიება ეძღვნება ერთი წლის იუბილეს, სადაც პირველი ერთი წლის განმავლობაში გაწეული საქმიანობის ანგარიში იქნა წარდგენილი. ამ ერთი წლის განმავლობაში, ქალთა ორგანიზაციამ საკმაოდ ბევრი რამ გააკეთა, თუმცა დარწმუნებული ვართ, რომ კიდევ უფრო აქტიური იქნება მომდევნო წლები. ქალთა ორგანიზაცია აქტიურად მუშაობს, რისთვისაც მადლობა ორგანიზაციის თითოეულ წევრს. დღეს გაიმართა ქალთა ორგანიზაციის გამგეობის და რეგიონული საბჭოების წევრების შეკრება, სწორედ იმისათვის, რომ განგვეხილა გასული წლის საქმიანობა და სამომავლო გეგმები.“ – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში
Next: თბილისში ფერდის ჩამოშლას 2 ადამიანი ემსხვერპლა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.