Skip to content
02/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში

მარშალ პრესი 14/05/2023
ირაკლი კობახიძე

მოგეხსენებათ, 19 აპრილის შეთანხმება  დღეისათვის არის ანულირებული. აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში, – ამის შესახებ პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „საარჩევნო კოდექსსა“ და რეგლამენტში დაგეგმილი ცვლილებების შესახებ საუბრისას განაცხადა, რომლის მიხედვითაც, ცესკო-ს თავმჯდომარის და რამდენიმე წევრის კანდიდატების შერჩევის და პარლამენტისთვის წარდგენის უფლებამოსილება, პრეზიდენტის ნაცვლად, პარლამენტის თავმჯდომარეს ექნება.

მისი თქმით,  არსებული წესი იყო ირაციონალური, რომელიც ოპოზიციის და არასამთავრობო ორგანიზაციების მოთხოვნით ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შედეგად შევიდა საარჩევნო კოდექსში

„არსებული წესი იყო აბსოლუტურად ირაციონალური და უპრეცედენტო. მსოფლიოში ვერ მეტყვით ვერცერთ ქვეყანას, სადაც ანალოგიური წესი შეიძლება იყოს დადგენილი, არ არსებობს უბრალოდ ასეთი ქვეყანა. ეს წესი დადგინდა ე.წ. 19 აპრილის შეთანხმების შესაბამისად. ეს იყო ოპოზიციის, „ენჯეოების“ მოთხოვნა და ეს იყო უპრეცედენტო, ირაციონალური წესი, რომელიც საარჩევნო კოდექსში სწორედ 19 აპრილის შეთანხმებიდან გამომდინარე შევიტანეთ. თუმცა, დღეისათვის მოგეხსენებათ, 19 აპრილის შეთანხმება არის ანულირებული.

აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვაქვს არავითარი ვალდებულება, რომ ირაციონალური რეგულაციები დავტოვოთ საარჩევნო კოდექსში. შესაბამისად, დადგინდება რაციონალური, სწორი რეგულაცია, რომელიც თავიდან ბოლომდე შესაბამისობაშია საერთაშორისო სტანდარტებთან, ეს არის ამ ცვლილების ერთადერთი მიზანი“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მან ასევე შეაფასა პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადება, სადაც აღნიშნულია, რომ ცესკო-სთან დაკავშირებული კანონპროექტის მიღების შემთხვევაში, პრეზიდენტი ვეტოს უფლებით ისარგებლებს. „სალომე ზურაბიშვილი თავიდან ბოლომდე რადიკალური ოპოზიციის ნარატივზეა გადასული, აქედან გამომდინარე, ჩვენ არ გვიკვირს მისი ასეთი განცხადება. თუ დაადებს ვეტოს, ამ შემთხვევაში ჩვენ, რა თქმა უნდა, ვეტოს დავძლევთ“ – აღნიშნა კობახიძემ.

Post navigation

Previous: როგორც ჩანს, გარკვეულ ძალებს სტრასბურგში გავლენები არ აქვთ და წერტილი დაესვა იმ წელიწად ნახევრიან ფეიკ კამპანიას
Next: პარტიის ქალთა ორგანიზაციამ ერთი წლის განმავლობაში ბევრი რამ გააკეთა, რისთვისაც ორგანიზაციის თითოეულ წევრს მადლობას ვუხდი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.