დიდუბის რაიონის გამგეობა, ცხოვრების ჯანსაღი წესის პოპულარიზაციის მიზნით, სპორტის სხვადასხვა სახეობაში რაიონული ტურნირების ჩატარებას განაგრძობს. ზაზა ფაჩულიას სახელობის კალათბურთის მოედანზე მოყვარული კალათბურთელებისთვის ქუჩის კალათბურთის ტურნირი „დიდუბის თასი 2023“ გაიმართა.
ჩემპიონატში დიდუბელი ახალგაზრდებით დაკომპლექტებული 12 გუნდი მონაწილეობდა. პირველი ადგილის მოპოვება გუნდმა „გუგულა” მოახერხა, მეორე და მესამე ადგილები გუნდებმა „over time” და „მუხბე-23“ მოიპოვეს. საუკეთესო ბომბარდირი საბა სირაძე გახდა, საუკეთესო მოთამაშე კი -ბექა დარბელი. ტურნირის გამარჯვებულები დიდუბის რაიონის გამგებელმა, ვლადიმერ ძნელაძემ თასებით, მედლებით, სიგელებითა და სპორტული მაღაზიის ვაუჩერებით დააჯილდოვა.