
შალვა ნათელაშვილმა ნიკა გვარამია “ქართულ ოცნებასთან” თანამშრომლობაში დაადანაშაულა. ამის შესახებ მან 26 აპრილს, ტვ პირველის გადაცემა “საჯარო პოლიტიკაში” ეკა მიშველაძესთან სტუმრობისას განაცხადა.
ნათელაშვილის თქმით, გვარამია პოლიტპატიმარია, თუმცა მისივე თქმით, გვარამია იყო ეგზიტპოლების ოსტატი და “ოცნებასთან” კავშირში ათანხმებდნენ ნიკა და “ქოცები”, ვის რა უნდა მიეღო არჩევნებში”- განაცხადა შალვა ნათელაშვილმა.