Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ნაც-ლიბერალურ ბაბლში მივიდა დირექტივა, რა უნდა თქვან ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაზე

მარშალ პრესი 10/05/2023
ვატო შაქარიშვილი

კონსერვატიული პორტალის, „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, რუსეთის მიერ საქართველოში პირდაპირი ფრენების აღდგენის გადაწყვეტილებაზე, ოპოზიციის რეაქციას აფასებს. როგორც შაქარიშვილი სოციალურ ქსელში წერს, ხელისუფლების ოპონენტებს მიღებული აქვთ დირექტივა, რუსეთის მიერ თავისივე დაწესებული რეგულაციის მოხსნისთვის საქართველოს მთავრობის გადადგომა და სანქციების დაწესება მოითხოვონ.

მისივე განმარტებით, აშშ-ს ფაქტობრივი აკრძალვა აქვს საქართველოს მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, მაშინ, როცა რუსეთის მოქალაქეების მოთხოვნის 70% აკმაყოფილებს.

„ნაც-ლიბერალურ ბაბლში მივიდა დირექტივა “პარკინგების მბრძანებლისგან” რა უნდა თქვან ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაზე – მაშინ, როცა რუსეთმა ცალმხრივად გააუქმა, მის მიერვე ცალმხრივად შემოღებული რეგულაციები – გადადგეს საქართველოს მთავრობა და სანქციების მოხსნაზე, ვუპასუხოთ სანქციების დაწესებით… სრულ სიგიჟეში არიან! ცნობისთვის, აშშ-ს ფაქტობრივი აკრძალვა აქვს საქართველოს მოქალაქეებზე ვიზების გაცემასთან დაკავშირებით, ნაწილი ევროპის ქვეყნებში ჩადის სავიზო პროცედურების გასავლელად და უფრო დიდი ნაწილი კი, სიცოცხლის რისკის ფასად ცდილობს ამერიკის ტერიტორიაზე შესვლას, მექსიკის საზღვრიდან… პარადოქსი კი ის არის, რომ აშშ-მა გასულ წელს რუსეთის მოქალაქეების ვიზებზე მოთხოვნათა 70% დააკმაყოფილა… ეს ისე მაინც, ინფორმაციისთვის!!!“ – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: კელი დეგნანი არ ჩანს კარგა ხანია და ალბათ გამობრძანდება “მისი მაღალუსათნოესობა” და დაგვმოძღვრავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქართველი ხალხი რუსეთის ამ ვერაგული გადაწყვეტილების შემდეგ
Next: ვისაც გაგიხარდათ, დღესვე გააჯვით – გიგა მაქარაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.