Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

კელი დეგნანი არ ჩანს კარგა ხანია და ალბათ გამობრძანდება “მისი მაღალუსათნოესობა” და დაგვმოძღვრავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქართველი ხალხი რუსეთის ამ ვერაგული გადაწყვეტილების შემდეგ

მარშალ პრესი 10/05/2023
ზურაბ ქადაგიძე

„მიშა სააკაშვილი რომ ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს გემახსოვრებათ, კულტურის დღეების მოწყობაზე რომ უთანხმდებოდა მაშინდელი ხელისუფლება 2009 წელს, ეგეც და ორი რუსეთი რომ არსებობდა ნაციონალების ლოგიკით, ეგეც“, – ასე გამოეხმაურა „ხალხის ძალის“ წევრი ზურაბ ქადაგიძე რუსეთის მიერ საქართველოსთან სავიზო რეჟიმის ცალმხრივად გაუქმებას.

ქადაგიძის თქმით, ამდენი წელია მიმდინარეობს ამერიკა-საქართველოს შორის თავისუფალ ვაჭრობაზე საუბარი და კარგი იქნება, ახლა თუ ამერიკაც გააუქმებს სავიზო რეჟიმს და სტრატეგიულ მეგობრობას საქმით დაამტკიცებს.

„რუსეთის ფედერაციამ საქართველოსთან არსებული ცალმხრივი, სავიზო რეჟიმი გააუქმა… აბა წავიდა ახლა “იდიოტების დოღი”, ვინ გადაასწრებს ოპოზიციიდან ხელისუფლების დადანაშაულებას… ჰო ისე, ცალმხრივად რატომ იყო, შეგახსენოთ? მიშა სააკაშვილი,რომ ეპატიჟებოდა რუს ტურისტებს გემახსოვრებათ, კულტურის დღეების მოწყობაზე რომ უთანხმდებოდა მაშინდელი ხელისუფლება 2009 წელს ეგეც და ორი რუსეთი რომ არსებობდა ნაციონალების ლოგიკით ეგეც… კელი დეგნანი არ ჩანს კარგა ხანია და ალბათ გამობრძანდება “მისი მაღალუსათნოესობა” და დაგვმოძღვრავს, თუ როგორ უნდა მოიქცეს ქართველი ხალხი, რუსეთის ამ ვერაგული გადაწყვეტილების შემდეგ და ზოგადად, რა სურს ქართველ ხალხს, მაგასაც არ დაგვამადლის. ისე, ამდენი წელია ამერიკა-საქართველოს თავისუფალ ვაჭრობაზე მიდის საუბარი და ნეტა რა გადაწყდა, ხომ არაფერი გსმენიათ? და ამერიკულ ვიზებზე? ახლა, ამერიკამაც გააუქმოს სავიზო რეჟიმი და დაამტკიცოს სტრატეგიული მეგობრობა საქმეში“, – წერს ქადაგიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: რა მოხდა დღეს? საქართველომ გაუუქმა რუსეთს ვიზები? არა. რუსეთმა გაუუქმა საქართველოს მოქალაქეებს – ვის სჭირდება რუსეთში უვიზო მიმოსვლა? იმ ქართველებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ
Next: ნაც-ლიბერალურ ბაბლში მივიდა დირექტივა, რა უნდა თქვან ფრენების აღდგენისა და სავიზო რეჟიმის გაუქმების გადაწყვეტილებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.