Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

მარშალ პრესი 09/05/2023
343106195_196219926636287_2717423731036598387_n

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი მალტის რესპუბლიკის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა.

მალტელმა პარლამენტარებმა დააფიქსირეს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის, აგრეთვე, საქართველოს ევროკავშირში წევრობის მისწრაფებების სრული მხარდაჭერა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ევროკავშირი წარმოადგენს მშვიდობის და კეთილდღეობის უნიკალურ პროექტს, რომლის კარიც ღიაა ყველა მოსურნე სახელმწიფოსთვის. ამ კონტექსტში საგარეო და ევროპის კომიტეტის წევრებმა ისაუბრეს ევროკავშირში მალტას გაწევრიანების გამოცდილებაზე და გამოხატეს საქართველოსთვის მისი დეტალურად გაზიარების მზადყოფნა.

შალვა პაპუაშვილმა საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს მადლობა გადაუხადა მტკიცე მხარდაჭერისთვის და მიაწოდა ინფორმაცია ევროკავშირის რეკომენდაციების განხორციელების კუთხით საქართველოს პროგრესსა და მოლოდინებზე.

საუბარი აგრეთვე შეეხო ორი ქვეყნის პარლამენტების საქმიანობას და მიმდინარე დღის წესრიგს, შავი ზღვის რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გამოწვევებზე, საქართველოსა და მალტას შორის ორმხრივ თანამშრომლობას და ურთიერთობების გაღრმავების შესაძლებლობებს.

Post navigation

Previous: მან თქვა, უარი თქვით ტრადიციებზე, კულტურაზე, ეროვნულ იდენტობაზე და ფასეულობებზე, თორემ თქვენი ადგილი პროგრესულ ევროპაში არ არისო
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერმა, ზაზა დიასამიძემ დიდების მემორიალი ყვავილებით შეამკო და მეორე მსოფლიო ომში დაღუპულ გმირებს პატივი მიაგო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.