Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მან თქვა, უარი თქვით ტრადიციებზე, კულტურაზე, ეროვნულ იდენტობაზე და ფასეულობებზე, თორემ თქვენი ადგილი პროგრესულ ევროპაში არ არისო

მარშალ პრესი 09/05/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ერთ წელზე მეტია წვალობენ და ამ ქალმა მოახერხა ეთქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი ევროპის სოციალისტური პარტიის ვიცე-პრეზიდენტის, კეტი პირის მიერ ტელეკომპანია „ფორმულას“ ეთერში გაკეთებულ განცხადებას იმის შესახებ, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია, „მაგრამ „კონსერვატიულ პარტიას“ პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“.

ნიკოლეიშვილის შეფასებით, კეტი პირიმ დაადასტურა, რომ იმ პოლიტიკურ ძალას, რომელიც საქართველოში ეროვნულ იდენტობაზე, კულტურასა და ტრადიციებზე დაფუძნებულ პოლიტიკას გაატარებს, ევროპის სოციალისტური პარტია მხარს არ დაუჭერს.

„ერთ წელზე მეტია წვალობენ და ამ ქალმა მოახერხა ეთქვა, რა უნდათ ჩვენგან ომის გარდა. უარი თქვით ტრადიციებზე, კულტურაზე, ეროვნულ იდენტობაზე და ფასეულობებზე, თორემ თქვენი ადგილი პროგრესულ ევროპაში არ არის, მაგ პოლიტიკის გამტარებელ პოლიტიკურ ძალას ჩვენ არ გავახარებთო. დიახ, არ მოგესმათ – ეს თქვა ზუსტად და გარკვევით!!!“- წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: შალვა პაპუაშვილი მალტის პრეზიდენტს შეხვდა
Next: შალვა პაპუაშვილი მალტის პარლამენტის საგარეო და ევროპულ საქმეთა კომიტეტის წევრებს შეხვდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.