Skip to content
05/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • უცხოეთი

ვაშინგტონის სასამართლომ 14 წელი მიუსაჯა პირს, რომელიც პოლიციელებს დაესხა თავს და კაპიტოლიუმში შეიჭრა

მარშალ პრესი 06/05/2023
პიტერ შვარცი

პიტერ შვარცს, რომელსაც 2021წლის 6 იანვარს, კაპიტოლიუმის შენობაში შეჭრა და პოლიციელებზე თავდასხმა ედება ბრალად, ვაშინგტონის სასამართლომ 14 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. ამ ინფორმაციას გამოცემა “ნიუ-იორკ თაიმსი” ავრცელებს.

პიტერ შვარცი 49 წლის არის, პენსილვანიიდან, პროფესიით შემდუღებელია, მისი სასჯელი კი ყველაზე მკაცრია დანარჩენ ბრალდებულებთან შედარებით, რომლებიც ამავე საქმეზე არიან დაკავებულები, თუმცა, ბრალდების მხარე მისთვის 25 წლიან სასჯელს ითხოვდა, რასაც მოსამართლე არ დაეთანხმა.

შეგახსენებთ, 2021 წლის 6 იანვარს, დონალდ ტრამპის მხარდამჭერები კაპიტოლიუმში მაშინ შეიჭრნენ, როცა კონგრესს საპრეზიდენტო არჩევნების შედეგები უნდა დაემტკიცებინა. ტრამპის მხარდამჭერები 2020 წლის საპრეზიდენტო არჩევნების შედეგებს არ აღიარებდნენ და ამბობდნენ, რომ ის გაყალბდა. კაპიტოლიუმზე თავდასხმამდე, მათ დონალდ ტრამპმა სიტყვით მიმართა.

დაპირისპირების შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა.

Post navigation

Previous: მოინდომეს, რომ გახდნენ გამომძიებლები – შალვა პაპუაშვილი ოპოზიციაზე
Next: თბილისის ანძა ევროკავშირის დროშის ფერებში განათდა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.