ამერიკელი აქტივისტი და მწერალი მაიკლ შელენბერგერი USAID-ის საქმიანობის შესახებ გამოქვეყნებულ ინფორმაციას ეხმაურება და ორგანიზაციის მიერ განხორციელებულ ცენზურაზე ამახვილებს ყურადღებას.
„წლების განმავლობაში USAID ამტკიცებდა, რომ სოციალურ პლატფორმებზე ცენზურას არ ახორციელებდა. თუმცა, ახლად გასაჯაროებული შიდა ელექტრონული მიმოწერა და დოკუმენტები აჩვენებს, რომ უწყება უშუალოდ ითხოვდა კონტენტის ცენზურას”, – წერს შელენბერგერი
როგორც ცნობილია, აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) გასაჯაროებული ფაილების ერთ ნაწილში საუბარია სააგენტოს მიერ დაფინანსებული პროგრამების როლზე საქართველოში, მოლდოვასა და უკრაინაში სოციალური ქსელების მონიტორინგისა და ანგარიშების გაუქმების პროცესში.
