ხელვაჩაურის ახალგაზრდობის ცენტრის მიერ ორგანიზებული სამ დღიანი ბანაკის, ,,პროფესიული ორიენტაცია” ფარგლებში, აქტივობები დასრულდა.
პირველ დღეს, Საინფორმაციო ტრენინგი ,,პროფესიის არჩევის” შესახებ გაიმართა, რომელსაც ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორი: ქეთევან ბერიძე წარუძღვა.
ახალგაზრდები სხვადასხვა პროფესიულ საქმიანობასთან დაკავშირებული გამოწვევებისა და მნიშვნელობის შესახებ ინფორმაციას გაეცნენ.
მეორე დღე ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტში გასვლით აქტივობებს დაეთმო.
მონაწილე აბიტურიენტებს რექტორმა – მერაბ ხალვაშმა, უნივერსიტეტში სწავლის პირობები, საგანმანათლებლო პროგრამები გააცნო.
ახალგაზრდებმა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მატერიალურ-ტექნიკური ბაზა, პროფესიული კლინიკები, ლაბორატორიები და ბიბლიოთეკა დაათვალიერეს.
შეხვედრის ფარგლებში, მონაწილეებმა პროფესორ-მასწავლებლებთან და სტუდენტებთან ერთად, სადემონსტრაციო ცდები იმუნოგენეტიკის, ქიმიის, კრიმინალისტიკის, ლაბორატორიებში ჩაატარეს და სასამართლო პროცესების საიმიტაციო დარბაზი დაათვალიერეს.
მესამე დღეს ახალგაზრდობის ცენტრში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერი, ზაზა დიასამიძე, ახალგაზრდებს შეხვდა და პროფესიის არჩევის შესახებ ესაუბრა.
პროექტში ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 27 აბიტურიენტი იყო ჩართული.
