Skip to content
18/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გურიის სამხარეო ადმინისტრაციაში საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი წარადგინეს

მარშალ პრესი 05/05/2023
344300361_797086645096189_3069389516483248944_n

სამხარეო ადმინისტრაციაში გარემოს ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა საინფორმაციო გეოლოგიური ბიულეტენი – „საქართველოში 2022 წელს სტიქიური გეოლოგიური პროცესების განვითარების შედეგები და პროგნოზი 2023 წლისთვის“ წარადგინეს.

ბიულეტენში ასახულია გეოლოგიური მონიტორინგის და სტიქიის გააქტიურების პერიოდში ჩატარებული კვლევების შედეგად დამუშავებული გეოლოგიური საფრთხეების (მეწყერი, ღვარცოფი, კლდეზვავი, ქვათაცვენა და სხვა) შესახებ ინფორმაცია.

შეხვედრაზე მხარეებმა რეგიონში ბუნებრივი საფრთხეების კუთხით არსებული საკითხები განიხილეს და სამომავლო თანამშრომლობაზე შეთანხმდნენ.

შეხვედრას სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილეები, ქეთევან მოისწრაფეშვილი, ზაზა შოშიტაიშვილი, სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის უფროსი მერაბ გაფრინდაშვილი და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ.

Post navigation

Previous: ოზურგეთის გალერეაში ხათუნა ბებურიშვილის პერსონალური გამოფენა გაიმართა
Next: GITA – ს საგრანტო პროგრამის „25 000 ლარამდე ინოვაციების გრანტები რეგიონებისთვის“ გამარჯვებულები გურიის რეგიონში გამოვლინდნენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.