Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

როგორც ჩანს, ახლა გახარიას პარტიის და “ნაცმოძრაობის” მოკავშირეობა კიდევ უფრო გაღრმავდა – ანდრია გვიდიანი

მარშალ პრესი 04/05/2023
ანდრია გვიდიანი

„როგორც ჩანს, გახარიას პარტიის და “ნაცმოძრაობის” მოკავშირეობა კიდევ უფრო გაღრმავდა. გახარიას გუნდის მიერ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, პირდაპირ კეზერაშვილის ინტერესს ემსახურება“- წერს ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში.

გვიდიანი აღნიშნავს, რომ კეზერაშვილი გახარიას პარტიის ხელით ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, შესაბამისად, საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, კეზერაშვილს საშუალებას მისცემს, მართლმსაჯულებას გაექცეს. “გახარიას გუნდი რომ “ნაცმოძრაობის” ფილიალია, ეს ახალი არ არის. მათი თანამშრომლობა არაერთგზის დადასტურდა სხვადასხვა საკრებულოებში კოალიციის შექმნით და ეს ყველას კარგად გვახსოვს.

“როგორც ჩანს, ახლა გახარიას პარტიის და “ნაცმოძრაობის” მოკავშირეობა კიდევ უფრო გაღრმავდა. გახარიას გუნდის მიერ ქოლცენტრების საქმეზე საგამოძიებო კომისიის შექმნის მოთხოვნა, პირდაპირ კეზერაშვილის ინტერესს ემსახურება. კეზერაშვილი გახარიას პარტიის ხელით ითხოვს საგამოძიებო კომისიის შექმნას, რომლითაც საფუძვლიანად გაიგებს მის წინააღმდეგ არსებულ მტკიცებულებებს. შესაბამისად, ამ საგამოძიებო კომისიის შექმნა და საგამოძიებო მასალებზე სრული წვდომა, კეზერაშვილს საშუალებას მისცემს, მართლმსაჯულებას გაექცეს. ეს ყველაფერი თეთრი ძაფით არის ნაკერი და ყველასთვის ყველაფერი მარტივად მისახვედრია.

ქოლცენტრების საქმეს იძიებენ საქართველოს და გერმანიის პროკურატურები. ამიტომ ძალიან ეჭვი მეპარება პარლამენტში გახარიას პარტიის დეპუტატების მიერ შექმნილი კომისია უფრო კომპეტენტური იყოს, ვიდრე ქართულ-გერმანული პროკურატურების გამოძიება. ასე რომ, ამ საცირკო პერფორმანსს არანაირი აზრი არ აქვს.”– წერს ანდრია გვიდიანი.

Post navigation

Previous: გერმანიის მთავრობას საკუთარი ოფიციალური პოზიცია გააჩნია, ვიოლა ფონ კრამონი კი საკუთარი შეხედულებების შესახებ საუბრობს – გერმანიის ელჩი
Next: საქართველოს ადგილი ევროპაშია, საქართველო იმსახურებს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.