Skip to content
16/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გერმანიის მთავრობას საკუთარი ოფიციალური პოზიცია გააჩნია, ვიოლა ფონ კრამონი კი საკუთარი შეხედულებების შესახებ საუბრობს – გერმანიის ელჩი

მარშალ პრესი 04/05/2023
პიტერ ფიშერი

გერმანიის მთავრობას საკუთარი ოფიციალური პოზიცია გააჩნია, ვიოლა ფონ კრამონი კი საკუთარი შეხედულებების შესახებ საუბრობს – ამის შესახებ ტვ „იმედს“ საქართველოში გერმანიის ელჩმა პეტერ ფიშერმა განუცხადა, ევროპარლამენტარ ვიოლა ფონ კრამონის განცხადებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად, თუ საქართველო კანდიდატის სტატუსს მიიღებს, ამას იმსახურებს ხალხი და არა მთავრობა.

როგორც ელჩმა აღნიშნა, რაც შეეხება გერმანიის პოზიციას, ის დეკემბერში გახდება ცნობილი.

„გერმანიის მთავრობას საკუთარი ოფიციალური პოზიცია გააჩნია, ვიოლა ფონ კრამონი კი საკუთარი შეხედულებების შესახებ საუბრობს, ასე, რომ როგორც ელჩს, არ შემიძლია, ვიოლა ფონ კრამონის განცხადებაზე კომენტარი გავაკეთო, რადგან, ის ევროპარლამენტის დამოუკიდებელი წევრია. მას საკუთარი მანდატი აქვს და მის პირად მოსაზრებასთან დაკავშირებით კომენტარს ვერ გავაკეთებ, რაც შეეხება გერმანიის პოზიციას, ის დეკემბერში გახდება ცნობილი“, – განაცხადა პეტერ ფიშერმა

Post navigation

Previous: ყველაფერი, რაც შეიძლება შევაჯამოთ, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ს, ბრძენი და ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ავტორიტეტული ადამიანის მიერ შემოთავაზებულ პოსტულატებშია – ღმერთი, სამშობლო, ადამიანი
Next: როგორც ჩანს, ახლა გახარიას პარტიის და “ნაცმოძრაობის” მოკავშირეობა კიდევ უფრო გაღრმავდა – ანდრია გვიდიანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.