Skip to content
11/06/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

banner
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სასამართლოს გადაწყვეტილებით, 2011 წელს, ჯაშუშობის ბრალდებით დაკავებულ ფოტორეპორტირებს პროკურატურა ზარალს აუნაზღაურებს

მარშალ პრესი 28/04/2023
2011

ჯაშუშობის საქმეზე გამართლებულ ფოტოგრაფებს მორალურ ზიანს აუნაზღაურებენ. გადაწყვეტილება საქალაქო სასამართლომ მიიღო და ამის შესახებ გენერალურ პროკურატურას უკვე მიმართა.

გამამტყუნებელი განაჩენი ზურაბ ქურციკიძის, გიორგი აბდალაძის, ირაკლი გედენიძისა და ნათია გედენიძის მიმართ საბოლოოდ გაუქმდა. ამასთან, პროკურატურას მორალური ზიანის ანაზღაურება დაეკისრა.

წლების წინ ჯაშუშობის საქმეზე დაკავებულმა და დღეს უკვე გამართლებულმა ფოტოგრაფებმა პრესკონფერენცია გამართეს და საქმის დეტალებზე ისაუბრეს. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს, რა პირობებში მიაცემინეს იძულებით ჩვენებები და რა ვითარებაში იმყოფებოდნენ გლდანის ციხეში.

სამართალდამცველებმა ოთხი ფოტორეპორტიორი 2011 წლის ივლისში დააკავეს. პროკურატურამ ე.წ. ფოტოგრაფების საქმე 2016 წელს გახსნა. უწყების განცხადებით, ფოტოგრაფები ჯაშუშობის გამოგონილი ბრალდებით დააკავეს და მათ ხელისუფლება 26 მაისის აქციის დაშლის აქტიური გაშუქების გამო გაუსწორდა.

Post navigation

Previous: სულ მაკვირვებდა გიორგი მარგველაშვილის აქტიურობა, ხანაც ფხიზელისა და ხანაც მთვრალის, თურმე მხოლოდ 1000 ლარი
Next: ღრმად პატივცემულო ელჩო, რა პრობლემაა, მოაწერეთ ხელი საქართველოსთან თავისუფალ ვაჭრობას და ვეცდებით ამერიკის ბაზრის ათვისებას

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.