Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რაც არ უნდა შეაგულიანოს IRI-მა ოპოზიცია კვლევებით, რეალურად ოპოზიციამ იცის მისი ძალიან დაბალი რეიტინგი, რაზეც მეტყველებს შუალედურ არჩევნებში მათი არმონაწილეობა

მარშალ პრესი 28/04/2023
გრეტა წიწავა

ოპოზიციამ, რეალურად იცის მისი ძალიან დაბალი რეიტინგი და ამაზე მეტყველებს შუალედურ არჩევნებში მათი არმონაწილეობა, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ დეპუტატი გრეტა წიწავა სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, IRI-ის ბოლოდროინდელი კვლევის შედეგების მიუხედავად, ოპოზიცია ვერ ბედავს შუალედურ არჩევნებში მონაწილეობის მიღებას, რითაც კიდევ ერთხელ დასტურდება, რომ ხელისუფლების ოპონენტებს, მომატებული რეიტინგი მხოლოდ ქაღალდზე აქვთ.

„რაც არ უნდა შეაგულიანოს IRI-იმ ზოგადად ოპოზიცია კვლევებით, ოპოზიციამ რეალურად იცის მისი ძალიან დაბალი რეიტინგი და ამაზე მეტყველებს შუალედურ არჩევნებში მათი არმონაწილეობა.
პოლიტიკური პარტია თუ ხარ ლოგიკურია არჩევნებში უნდა მიიღო მონაწილეობა, მაგრამ სინამდვილეში რომ იცი ხარ ურეიტინგო და მარტო ქაღალდზე დაწერილი რეიტინგით ხარობ – მაშინ რეალურ არჩევნებს თავს არიდებ.“ – წერს გრეტა წიწავა Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: პარადოქსია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამე ობიექტურად გამოიძიოს
Next: რადგანაც სააკაშვილს ვერ შველიან, საბოლოოდ, შესაძლოა, მისი საკითხი იმდენად უსარგებლო და ფუჭი გამოდგეს, რომ ლობიზმისა და ფულის გარეშე არათუ არ გაიხსენონ, შეიძლება არც მოიკითხონ საერთოდ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025