Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

პარადოქსია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამე ობიექტურად გამოიძიოს

მარშალ პრესი 28/04/2023
ანრი ოხანაშვილი

პარადოქსია, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ რამე ობიექტურად გამოიძიოს, – ამის შესახებ პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, ანრი ოხანაშვილმა გადაცემაში „იმედი LIVE“ საგამოძიებო კომისიების შექმნაზე განაცხადა.

„ნაციონალური მოძრაობა“ არის ხალხი, რომლებმაც, როდესაც დაინიცირებული იყო 2007 წლის 7 ნოემბრისა და 2011 წლის 26 მაისის ძალადობრივი დარბევის აქციების დროს გადამეტებული ძალადობის ფაქტების გამოძიება საქართველოს პარლამენტში, ამ ადამიანებმა მხარი არ დაუჭირეს საგამოძიებო კომისიის შექმნას. ამიტომ არავითარი ლოგიკა, არავითარი განცდა არ აქვს ვინმეს, რომ ეს ხალხი ორიენტირებულია, რომ რამე გამოიძიონ – არ არსებობს. მათი ერთადერთი მიზანია პოლიტიზება“, – აღნიშნა ანრი ოხანაშვილმა.

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

აშშ-ის მიერ 4 ქართველი მოსამართლის სანქცირების შემდეგ, ოპოზიცია პარლამენტში სასამართლო სისტემის შემსწავლელი დროებით საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს. საკითხს პარლამენტში კვორუმის არარსებობის გამო კენჭი სამჯერ ვერ უყარეს.

Post navigation

Previous: დღეს უკვე საქართველოში გვიტარებენ ტრენინგებს, მოზარდებში გენდერულ ცვლილებეზე და სქესის შეცვლის ოპერაციებზე მათი უფლებების და თავისუფლებების თაობაზე
Next: რაც არ უნდა შეაგულიანოს IRI-მა ოპოზიცია კვლევებით, რეალურად ოპოზიციამ იცის მისი ძალიან დაბალი რეიტინგი, რაზეც მეტყველებს შუალედურ არჩევნებში მათი არმონაწილეობა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.