Skip to content
29/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

აგვისტოს ომის შემდეგ, დავით კეზერაშვილმა იარაღი მიჰყიდა რუსებს – ელისო კილაძე

მარშალ პრესი 24/04/2023
ელისო კილაძე

“აგვისტოს ომის შემდეგ, დავით კეზერაშვილმა იარაღი მიჰყიდა რუსებს” – ამის შესახებ ელისო კილაძემ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში განაცხადა.

ზუსტად ვიცოდით, რომ ეს იყო კეზერაშვილის მიერ ორგანიზებული, ანონიმური ზარის საფუძველზე. რაც შეეხება ვალერი გელბახიანს, ის ჩემი წლების მეგობარია, ამ კომპანიაში ის წარმოადგენს იურიდიულ სამსახურს და ასევე გივი ჯიბლაძე, რომელსაც მე ვიცნობ, ვმეგობრობ მასთან და ასევე ვპარტნიორობ.

დავაანონსე, რომ ვმუშაობ ძალიან მასშტაბურ ჟურნალისტურ გამოძიებაზე – ეს ეხება 2008 წლის აგვისტოს ომს და 2008 წლის აგვისტოს შემდგომ რუსებზე გაყიდულ იარაღს. მე მაქვს დოკუმენტალური მტკიცებულებები – დავით კეზერაშვილის ამბავია ეს – სწორედ ამას მოჰყვა ეს შურისძიება,”- განაცხადა ელისო კილაძემ ფეისბუქის პირდაპირ ეთერში საუბრისას.

“მას შემდეგ, რაც კეზერაშვილის წინააღმდეგ BBC-ის მასალები გავიდა, რომელიც ქოლცენტრებს ეხებოდა, მივიღე ინფორმაცია, რომ დავით კეზერაშვილმა პეტრე ცისკარიშვილს დაავალა ორგანიზება, იმიტომ, რომ გაითეთროს თავი ქოლცენტრების სკანდალში. ყველგან, სადაც ხალხმრავალი ბიზნესცენტრია და სადაც არიან ახალგაზრდები, განახორციელონ ცრუ ზარები. შემატყობინეს მეც ასევე, რომ პოლიციაა მოსულიო, ჩვენ არ ვართ არაკანონმორჩილი ადამიანები და რა თქმა უნდა, ვითანამშრომლებთ გამოძიებასთან.

გვითხრეს, რომ 112-ში განხორციელდა ზარი, რომლის ავტორიც ანონიმურია და მათ უნდათ, რომ შენობა დაათვალიერონ. ჩვენ დავათვალიერებინეთ ყველა ოფისი, მათ შორის შევიყვანეთ მეოთხე და მეხუთე სართულზე. ამის შემდეგ კი გვითხრეს, რომ უნდა მოვიდეს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახური, რადგან არსებობს ვარაუდი, რომ არის აქ ქოლცენტრი. ჩვენ, რა თქმა უნდა, ამისთვის ვიყავით მზად, რადგანაც ასეთი ინფორმაცია წინასწარ მქონდა.

მეოთხე სართულზე განთავსებულია კომპანია “ნომადაო”, ეს არის ქართველი ახალგაზრდების მიერ შექმნილი ტურისტული ჰაბი, ზარები ხორციელდება სასტუმროების დასაჯავშნად. მათ წვდომა მთელს სისტემაზე გადავეცით, რადგან დასამალი არაფერი არ გვქონდა და ყველა კომპიუტერის პაროლი მივეცით, რომელიც მათთვის იყო საინტერესო. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ აქ არანაირი ქოლცენტრი არ გვქონდა, როგორც წარმოგიდგენიათ ქოლცენტრი, რომელიც საჯაროა და საჯარო საქმიანობას ეწევა”– თქვა კილაძემ დღეს, ფეისბუქის ეთერში.

Post navigation

Previous: დავით ზურაბიშვილს თავად აქვს ადრე გაცხადებული, რომ ივანიშვილმა მისი ოპერაცია უზრუნველყო და სიცოცხლე შეუნარჩუნა – რა უნდა აიძულებდეს ივანიშვილის წინააღმდეგ ახლა მსგავსი რამ განაცხადოს, თუ არა ის, რასაც ვამბობთ, რომ ის აგენტია?
Next: მინდა ხაზგასმით ვთქვა, რომ აქონდროპლაზიით დაავადებული ბავშვების მკურნალობის თანხა არსებობს, მაგრამ მკურნალობის მეთოდი ძალიან ფრთხილად უნდა იქნეს შერჩეული

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.