Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დავით ზურაბიშვილს თავად აქვს ადრე გაცხადებული, რომ ივანიშვილმა მისი ოპერაცია უზრუნველყო და სიცოცხლე შეუნარჩუნა – რა უნდა აიძულებდეს ივანიშვილის წინააღმდეგ ახლა მსგავსი რამ განაცხადოს, თუ არა ის, რასაც ვამბობთ, რომ ის აგენტია?

მარშალ პრესი 24/04/2023
მიხეილ ყაველაშვილი

„შეიძლება დავით ზურაბიშვილის სახით, ვაჭრობის მიზნით, გზავნილი გამოაგზავნეს. ჩვენ ხომ ვიცით და ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავმალავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმდენი რამე აქვს გაკეთებული. ვერაფრით ვერ მოახერხეს და ვერ აიძულეს ბიძინა ივანიშვილი, ახლა ეს მცდელობაა – დაპატიმრებით დაემუქრონ “, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა მიხეილ ყაველაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, საზოგადოება როცა აღჭურვილია სიმართლით და სწორ პოზიციაზე დგას ერიც და ბერიც, დაუმარცხებელია – ეს დაინახეს ქვეყნის მტრებმა და ამიტომ, ცდილობენ, თავიანთი მეთოდებით, საზოგადოების ნაწილი გადაიბირონ.

„ეს ადამიანი, [დავით ზურაბიშვილი], რომელიც წერილში ახსენებს, რომ ბიძინა ივანიშვილის დაპატიმრების თემაც შეიძლება გამოიკვეთოსო, ვინ არის? ამ პატარა ქვეყანაში მას თავად აქვს გაცხადებული, რომ [ბიძინა ივანიშვილმა] მისი ოპერაცია უზრუნველყო და სიცოცხლე შეუნარჩუნა.

თან ეს ადამიანი პოლიტიკაში აღარ არის, რომ ბიძინა ივანიშვილის მოწინააღმდეგე იყოს და აღარც ბიძინა ივანიშვილია პოლიტიკაში. წარმოიდგინეთ, რა ან ვინ უნდა აიძულებდეს ახლა მსგავსი რამ განაცხადოს, თუ არა ის მიზეზი, რასაც ჩვენ ვამბობთ, რომ აგენტია. ამ ადამიანებს ეტყობა, დიდი ხანია ხელი მოწერილი აქვთ და წაშლილი აქვთ ზღვარი. ვეღარ გამოდიან ამ თავიანთი სტატუსიდან და იძულებულები არიან მსგავსი დაკვეთები შეასრულონ. როგორც „კრედიტ სუისთან“ დაკავშირებით მოხდა, ვიოლა ფონ კრამონმა რომ ვერ დამალა, დიახ, ამერიკელებთან ერთად ჩვენ გავაგზავნეთ „კრედიტ სუისში“ წერილიო, ანალოგიური რამ ხდება აქაც: შეიძლება დავით ზურაბიშვილის სახით, ვაჭრობის მიზნით, გზავნილი გამოაგზავნეს.

ჩვენ ხომ ვიცით და ამას, რა თქმა უნდა, ვერ დავმალავთ, რომ ბიძინა ივანიშვილი ავტორიტეტია საქართველოს მოქალაქეებისთვის, იმდენი რამე აქვს გაკეთებული. ვერაფრით ვერ მოახერხეს და ვერ აიძულეს ბიძინა ივანიშვილი, ახლა ეს მცდელობაა – დაპატიმრებით დაემუქრონ. მანამდე სანქციებით იმუქრებოდნენ. რადიკალური ოპოზიციის წარმომადგენლები არც მალავენ, თავად გამოდიან და აღტყინებულები საუბრობენ, რომ კი, ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ქვეყნის მოქალაქეს სანქციები დაუწესონო. ეს ბრძოლა მიდის. სამწუხაროდ, სხვა გზა არ გვაქვს, მუდმივად ფხიზლად უნდა ვიყოთ და მუდმივად უნდა ვამხილოთ ეს ადამიანები. ამ ერთმა წელმა იმის გამოცდილება შეგვძინა, რომ საზოგადოება როცა აღჭურვილია სიმართლით და სწორ პოზიციაზე დგას ერიც და ბერიც, ვერ გვამარცხებენ. ჩვენი ღირსების, სუვერენიტეტის დაცვის საკითხში საზოგადოების დიდი ნაწილი მზად არის ერთად დასადგომად. ეს დაინახეს და კეზერაშვილიც, თავისი დანაშაულებით გამოჭერილი ჰყავთ და რადიკალურ ოპოზიციას აფინანსებინებენ“, – განაცხადა მიხეილ ყაველაშვილმა.

Continue Reading

Previous: აბა, გაბედეთ! ბიძინა ივანიშვილისთვის ხელის ხლება პროცესებს თქვენთვის სავალალოდ კი არ დააჩქარებს, არამედ დაასრულებს
Next: აგვისტოს ომის შემდეგ, დავით კეზერაშვილმა იარაღი მიჰყიდა რუსებს – ელისო კილაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025