Skip to content
15/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ინფრასტრუქტურა

დიდუბის რაიონის გამგეობა მოსახლეობის განცხადების საფუძველზე მოაჯირებსა და ბოძკინტებს ამონტაჟებს

მარშალ პრესი 24/04/2023
342718789_614037220655413_7456112585392775652_n

დიდუბის რაიონის გამგეობა, მოსახლეობის განცხადებების საფუძველზე, რაიონის მასშტაბით უსაფრთხოების მოაჯირებისა და ბოძკინტების მონტაჟს განაგრძობს.
ამ დროისთვის, უსაფრთხოების მოაჯირები დიღმის მასივის მეორე კვარტლის მე-10, მე-10ა, მე-17 კორპუსების მიმდებარედ, ასევე სამტრედიის ქუჩის N3-ში მოეწყო.

ამასთან, ბოძკინტები ჯავახიშვილის ქუჩის N2-სა და ლუბლიანას ქუჩის N38-ში დამონტაჟდა. აღნიშნული სამუშაოებისთვის 18 080 ლარი გამოიყო.
ანალოგიური ტიპის სამუშაოები უახლოეს პერიოდში დიღმის მასივის მესამე კვარტლის მე-6, მე-13 და მე-19 კორპუსების მიმდებარედ იგეგმება.

Continue Reading

Previous: ოპოზიციას სურს ქართული სასამართლოს გასამართლება – არჩილ თალაკვაძე
Next: ახმეტელის ქუჩაზე უსახური ავტოსფარეხების ნაცვლად მოსასვენებელი სივრცე მოეწყობა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025