Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ხვალაც რომ შემოიტანონ პრეპარატი, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება – ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე

მარშალ პრესი 22/04/2023
ივანე ჩხაიძე

„ხვალაც რომ შემოიტანონ პრეპარატი, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება”,-ამის შესახებ მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორმა, ივანე ჩხაიძემ აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტ „ვოსორიტიდზე” საუბრისას განაცხადა.
მისივე თქმით, პრეპარატის დანერგვას მომზადება სჭირდება.

„ეს პრეპარატი ახალია და ამავდროულად ერთადერთი, რომელიც შექმნილია კონკრეტულად ამ დაავადების სამკურნალოდ.ამერიკული კომპანიის მიერ შექმნილი მედიკამენტი გულისხმობს ყოველდღიურ ინექციებს. კვლევა, რომელიც საფუძვლად დაედო აშშ-ს საკვების და წამლის მარეგულირებელი სააგენტოსა (FDA) ავტორიზაციას, 121 ბავშვს მოიცავდა. 1 წლის განმავლობაში საშუალოდ ამ მედიკამენტით მიღებული შედეგი იყო 1,57 სანტიმეტრით მატება, პლაცებო ჯგუფთან შედარებით.

ერთი რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ჯერჯერობით ნაკლებია ინფორმაცია მოგვიანებით შედეგებზე. ასევე ნაკლებია ინფორმაცია, ნარჩუნდება თუ არა ეს ზრდის ტემპი მომდევნო წლების განმავლობაში. სხვანაირად ხანგრძლივ ეფექტზე საუბარი ჯერჯერობით ნაადრევია. ის, რაც ჩვენ ვიცით, ეს არის 1 წლის განმავლობაში ჩატარებული კვლევის შედეგები. ხვალაც რომ იყოს გადაწყვეტილება მიღებული და პრეპარატი შემოიტანონ, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება.
თუ ევროკავშირის რომელი ქვეყანა მაინც აიღებს პასუხისმგებლობას და სახელმწიფო ბიუჯეტიდან დააფინანსებს აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტს, საქართველოც აიღებს ამ პასუხისმგებლობას.

ამ პრეპარატის მიღებას სჭირდება აუცილებლად მომზადება და ეს მომზადება ქვეყანას მიღებული აქვს. ამ ბავშვების მართვა მარტო პრეპარატის გამოყენებით არაა, ამ ბავშვების მართვა არის გართულებული შემთხვევების მკურნალობა.
სახელმწიფოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება, რომ ის დააფინანსებს ყველა ჩარევას საქართველოში და საზღვარგარეთ არის ძალიან მნიშვნელოვანი.სამინისტროს მწარმოებელ კომპანიასთან მუდმივი კომუნიკაცია აქვს”,-განაცხადა ივანე ჩხაიძემ.

Post navigation

Previous: საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია გაფორმდა
Next: “ქოლ-ცენტრების” საქმემ კეზერაშვილი და ნაცების კრიმინიალური სინდიკატი საგონებელში ჩააგდო და უახლოესი ძმაკაცი გაწირეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.