Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

საქართველოსა და იტალიას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ დეკლარაცია გაფორმდა

მარშალ პრესი 22/04/2023
1682093191-დარჩიაშვილიიი

2023 წლის 21 აპრილს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა, ილია დარჩიაშვილმა და იტალიის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა და საერთაშორისო თანამშრომლობის მინისტრმა, ანტონიო ტაიანიმ ხელი მოაწერეს ერთობლივ დეკლარაციას საქართველოსა და იტალიის რესპუბლიკას შორის მაღალი დონის დიალოგის დაფუძნების შესახებ.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, დოკუმენტში მხარეები აღიარებენ საქართველო-იტალიის ორმხრივ ურთიერთობებში 1992 წლიდან მიღწეულ მნიშვნელოვან პროგრესს, რაც ქმნის არსებული თანამშრომლობის დღის წესრიგის გაძლიერებისა და გამრავალფეროვნების მყარ საფუძველს.

„მაღალი დონის დიალოგი ასახავს ორ ქვეყანას შორის დინამიკურ თანამშრომლობას და გამოავლენს პარტნიორობის ახალ პერსპექტივებს.

მხარეები კიდევ ერთხელ ადასტურებენ ერთგულებას საერთო ღირებულებებისა და ინტერესების მიმართ და სწრაფვას, დაიცვან წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი.

დეკლარაციის ფარგლებში, მხარეები გამოხატავენ მტკიცე ნებას უფრო მაღალ დონეზე აიყვანონ ორ ქვეყანას შორის არსებული ორმხრივი ურთიერთობები და დასახონ ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის სამომავლო პერსპექტივები.

აღნიშნული ფორმატი შედგება ოთხი თემატური განზომილებისაგან, რომლებიც მოიცავს პოლიტიკურ, თავდაცვისა და უსაფრთხოების, სავაჭრო-ეკონომიკურ, ასევე კულტურულ, საგანმანათლებლო და სამეცნიერო სფეროებს.

დიალოგის ფარგლებში შეხვედრებს, რომელიც გარკვეული პერიოდულობით გაიმართება, თანათავმჯდომარეობას გაუწევენ საგარეო საქმეთა მინისტრები. სესიებში მონაწილეობას მიიღებენ შესაბამისი დარგობრივი სამინისტროების/უწყებების მაღალი რანგის წარმომადგენლებით დაკომპლექტებული დელეგაციები.

ყოველი შეხვედრის შედეგად გამოქვეყნდება ერთობლივი კომუნიკე.

მაღალი დონის დიალოგის შესახებ დეკლარაციას ხელი მოეწერა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, ილია დარჩიაშვილის, რომში ვიზიტისას.

ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელმა შეხვედრები გამართა იტალიის საკანონმდებლო და აღმასრულებელი ხელისუფლებების წარმომადგენლებთან“, – აღნიშნულია საგარეო უწყების ინფორმაციაში.

Post navigation

Previous: ენდობა თუ არა ელჩი დეგნანი ღია წყაროებს ისევე, როგორც ქართველი მოსამართლეების საქმის შემთხვევაში? – გოგა ხაინდრავა ჰანტერ ბაიდენის საქმეზე
Next: ხვალაც რომ შემოიტანონ პრეპარატი, მის დანერგვას სჭირდება აუცილებლად მომზადება – ივანე ჩხაიძე აქონდროპლაზიის სამკურნალო მედიკამენტზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.