2 სახლი მოსკოვში, 8 სახლი თბილისში, ვილა კანარის კუნძულებზე და აგარაკი გონიოში – კობა ნაყოფიას ქონება

IMG.GE

კობა ნაყოფია საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი პოლიტიკოსია. „ნაცმოძრაობის“ კანდიდატს დეკლარირებული აქვს სახლები და აგარაკები საქართველოში, რუსეთში და ესპანეთში. ამის შესახებ ინფორმაციას გამოცემა “პრაიმთაიმი” ავრცელებს.

კერძოდ, მის მფლობელობაშია: 55.00 კვ.მ ფართობის ბინა მოსკოვში (კაშერსკოე შოსე N55), 167 კვ.მ ფართობის სახლი ასევე რუსეთში (მალაია ორდენკის ქუჩა), რომელიც კობა ნაყოფიას მეუღლის, ელგასოფიას სახელზეა რეგისტრირებულია. 300 კვ.მ ფართობის ვილა, ესპანეთში, კანარის კუნძულებზე, რომელსაც თავად კობა ნაყოფია და მისი მეუღლე ფლობენ.

ცოლ-ქმრის საკუთრებაშია თბილისის პრესტიჟულ უბანში კერძოდ, ჭავჭავაძის გამზირზე მდებარე რამდენიმე სახლიც. უფრო ზუსტად კი: 198 კვ.მ, 223 კვ.მ, 232 კვ.მ, 173 კვ.მ, 204 კვ.მ. ამავე კორპუსში ნაყოფიების ოჯახის განკარგულებაშია 4 ავტოსადგომი.

ასევე, კობა ნაყოფიას საკუთრებაშია დიღმის სასწავლო მეურნეობაში 11 300 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთი და 10 670 კვ.მ ფართობის საცხოვრებელი სახლი.

კობა ნაყოფიას მეუღლე ელგა სოფია ფლობს კიდევ ორ ბინას თბილისში, კერძოდ ამბროლაურის ქუჩაზე. ბოლო დეკლარაციაში კობა ნაყოფია ასევე უთითებს 836 კვ.მ ფართობის მიწის ნაკვეთს შავი ზღვისპირეთში, კერძოდ გონიოში და 400 კვ.მ სახლს, რაც საერთო ჯამში 2016 წელს 200 000 დოლარი დაუჯდა.

დეკლარაციის მიხედვით, კობა ნაყოფიას ოჯახი ფლობს უახლესი მოდელის შვიდ ძვირადღირებულ ავტომობილსა და ლადო გუდიაშვილის ორ ფერწერულ ტილოს.

IMG.GE
გაზიარება