Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ახმეტის მუნიციპალიტეტში, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის დელეგაციის ვიზიტი გაიმართა

მარშალ პრესი 21/04/2023
342187276_1401182750657565_5548391684592757006_n

ახმეტის მუნიციპალიტეტში, გაეროს განვითარების პროგრამის პროექტის ,,კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების რისკის შემცირება საქართველოში“ ფარგლებში, შვეიცარიის დელეგაციის ვიზიტი გაიმართა.

ვიზიტი, მიზნად ისახავდა შვეიცარიის განვითარების სააგენტოს მიერ განხორციელებული საქმიანობის გაცნობას

ღონისძიებას ესწრებოდნენ რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის მოადგილე მზია გიორგობიანი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ნინო თანდილაშვილი, შვეიცარიის ელჩი საქართველოში, შვეიცარიის განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს (SDC) გენერალური დირექტორი, SDC-ის რეგიონალური დირექტორი, გაეროს განვითარების პროგრამის მუდმივი წაaრმომადგენლის მოადგილე, გაეროს მუდმივი კოორდინატორი საქართველოში

ღონისძიების ფარგლებში დელეგაციის წევრები გაეცნენ აწყურის საჯარო სკოლაში განხორციელებულ აქტივობებს, გაიმართა პროექტის პრეზენტაცია. ახალგაზრდა კლიმატის ელჩებმა ისაუბრეს საკუთარ საქმიანობაზე, პროექტში მონაწილეობაზე და მიღებულ გამოცდილებაზე. გაიმართა გამოფენა პროექტის შედეგების და ახალგაზრდების ჩართულობის წარმოსაჩენად

ღონისძიების შემდეგ შვეიცარიის, საქართველოს და გაეროს განვითარების პროგრამის წარმომადგენლებმა გადაინაცვლეს მდინარე ზემო ხოდაშნის ხევზე არსებულ ნაპირსამაგრ ნაგებობასთან, რომელიც აღნიშნული პროგრამის ფარგლებში აშენდა. გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილემ დავით გეწაძემ დამსწრეებს კონსტრუქციის შესახებ ინფორმაცია მიაწოდა

Post navigation

Previous: რა დეგრადაცია უნდა განიცადოს ქვეყნის პოლიტიკურმა კლასმა, რომ სააკაშვილის რეჟიმი „დემოკრატიის შუქურად“ აღიაროს, „ქართული იცნების“ მართველობა კი დემოკრატიის უკუსვლად
Next: მმართველი პარტია აგრძელებს იმ პრინციპების და ღირებულების ერთგულებას, რომელსაც ეს დიდი ოჯახი აერთიანებს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.