Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს – კახა კალაძე

მარშალ პრესი 21/04/2023
კახა კალაძე

პარტია “ქართული ოცნების” დაფუძნებლიდან დღეს 11 წელი შესრულდა. ამის შესახებ კახა კალაძე სოციალურ ქსელში წერს:

“2012 წლის 21 აპრილს ოფიციალურად დაფუძნდა პარტია, რომელმაც უდიდესი როლი შეასრულა ქართულ პოლიტიკაში და ჩვენი ქვეყნის განვითარებაში.
11 წლის წინ, როდესაც „ქართული ოცნება“ დაარსდა, ბევრს ვერც კი წარმოედგინა, რომ წარსულს ჩაბარდებოდა პოლიტიკური დევნა, ძალადობა, მედიაზე ზეწოლა, საკუთრების ხელყოფა, გამოხატვის თავისუფლების აღკვეთა, პატიმართა არაადამიანური წამება.

დღეს საქართველო ვითარდება, როგორც დემოკრატიული, ეკონომიკურად სტაბილური ქვეყანა. ეს არის, პირველ რიგში, საქართველოს მოსახლეობის დამსახურება და ბიძინა ივანიშვილის უდიდესი ძალისხმევა, რომელმაც ქვეყნის ინტერესების გამო, სიცოცხლის რისკის ქვეშ დააყენა საკუთარი ოჯახი და გააერთიანა საზოგადოება ანტისახელმწიფოებრივი რეჟიმის დასასრულებლად.

„ქართული ოცნების“ პრინციპები უცვლელია – ღირსება, თავისუფლება, სამართლიანობა, მშვიდობა, განვითარება, ჩვენი მდიდარი კულტურისა და ტრადიციების დაცვა. სწორედ ამ ღირებულებებით მივისწრაფით და ვდგამთ მნიშვნელოვან ნაბიჯებს ევროინტეგრაციის გზაზე.

ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, ვინც კეთილსინდისიერად ემსახურება საკუთარ ქვეყანას და ერთგულია ჩვენი პარტიის პრინციპების.”- წერს კახა კალაძე.

Continue Reading

Previous: ფრთხილად იყავით – უცნობი ადამიანები აკაკუნებენ კარზე და ამოწმებენ, არის თუ არა ვინმე სახლში (ვიდეო)
Next: შარშან ევროკავშირმა ოფიციალურად აღიარა საქართველოს ევროპული პერსპექტივა, წელს კი, სამართლიანი გადაწყვეტილების პირობებში, ქვეყანა ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსსაც მიიღებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025