Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ფრთხილად იყავით – უცნობი ადამიანები აკაკუნებენ კარზე და ამოწმებენ, არის თუ არა ვინმე სახლში (ვიდეო)

მარშალ პრესი 21/04/2023
950

ამ ვიდეოს სოციალურ ქსელში ავრცელებს დიდ დიღომში, ერთ-ერთ კორპუსში მცხოვრები მოქალაქე. კადრები სათვალთვალო კამერით არის გადაღებული.

ერთ ვიდეოში ჩანს ახალგაზრდა მამაკაცი, რომელიც რამდენიმე კარზე აკაკუნებს, ვინც გამოეხმაურება კითხულობს ვინმე “კაწიას” ან მხატვარ გიორგის.

მეორე ვიდეოში კი ჩანს ახალგაზრდა ქალი, რომელიც ასევე აკაკუნებს კარზე და კითხულობს ტატუს სპეციალისტ გიორგის.

ვიდეოს ავტორის ვერსიით, ეს პიროვნებები რეალურად სხვა მიზნით არიან მისულები და ამოწმებენ ბინებს, ცხოვრობს თუ არა ვინმე.

“გახშირდა ფაქტები როცა დადიან კარდაკარ და აკაკუნებენ, კითხულობენ ვინმე “კაწიას” ან “ტატუიშნიკ გიორგის”

პირველ ვიდეოში საღამოს 21:12 წუთზე, გოგომ დააკაკუნა და დედაჩემმა ინსტიქტურად გაუღო კარები, რომელიც ტატუიშნიკ გიორგის ეძებდა.  რომ უთხრა სხვაგან მოხვდითო, ტელეფონი თხოვა, რომ დავრეკოვო, რაზეც უარი მიიღო

მეორე ვიდეოში დილის 11:43 წუთზე ვიღაც ახალგაზრდა რომელიც ჩანს რომ აშკარად არ არის ფხიზელი, აკაკუნებს სამივე კარზე, ამ შემთხვევაში დედაჩემმა კარები არ გაუღო, კითხულობდა “კაწიას” რომელიც თურმე გუშინ დაუტობენია ვიღაც გიორგისთან ამ ბინაში და ამ სართულზე.

 ფრთხილად იყავით და კარები არავის გაუღოთ, სავარაუდოდ ეძებენ ცარიელ ბინას, ან მოხუცს ან ბავშვს,  რომელიც კარს გაუღებს. კარები რომ არავინ გაუღო, გაბრაზდა და გინებ-გინებით წავიდა”- წერს ვიდეოს ავტორი.

Post navigation

Previous: ბავშვთა ადრეული განვითარება, სააღმზრდელო დაწესებულებების როლი და სასკოლო მზაობა – ამ საკითხებთან დაკავშირებით დისკუსია გაიმართა ხელვაჩაურში
Next: ვულოცავ დღევანდელ დღეს „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს – კახა კალაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.