Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი, შავი ფულით აქ რევოლუციური პროცესები დააფინანსოს

მარშალ პრესი 19/04/2023
ირაკლი კობახიძე

ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვისაა განწირული, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ გადაცემა „იმედი LIVE“-ში განაცხადა.

„მთელი ამ წლების განმავლობაში კეზერაშვილს მფარველობს გლობალური ომის პარტია, სწორედ ამიტომ, კეზერაშვილი, რომელიც არის ძებნაში, თავისუფლად გადაადგილდება სხვადასხვა ქვეყანაში მაშინ, როდესაც ყველამ იცის, რომ მას საქართველოში გაძარცული ჰყავს ბიზნესმენები, ჯარი და ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ვისგან სარგებლობს ის თავისუფალი მიმოსვლის საშუალებით?! რა თქმა უნდა, გავლენიანი სუბიექტისგან და სწორედ ეს არის გლობალური ომის პარტია.

ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი შავი ფულით აქ დააფინანსოს რევოლუციური პროცესები, თუმცა ეს ყველაფერი წარუმატებლობისთვისაა განწირული. კეზერაშვილი ცნობილია, წარუმატებელი ინვესტიციებით, მისი ინვესტიციების მთავარი სიმბოლო არის „ფორმულა“ – 1%-იანი რეიტინგის მქონე ტელევიზია, რაშიც ყოველწლიურად მილიონობით დოლარს ხარჯავს“, – აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

Post navigation

Previous: ქალბატონ დეგნანს მინდა ვუთხრა, ორმაგი სტანდარტი არ გავა – ირაკლი ზარქუა
Next: მერე უკვირთ, დედის უკანალს რატომ აგინებენო – ლევან ლორთქიფანიძე ლევან ბერძენიშვილზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.