Skip to content
15/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქალბატონ დეგნანს მინდა ვუთხრა, ორმაგი სტანდარტი არ გავა – ირაკლი ზარქუა

მარშალ პრესი 19/04/2023
ირაკლი ზარქუა

საპარლამენტო უმრავლესობის წევრის ირაკლი ზარქუას განცხადებით, მას შემდეგ, რაც აშშ-მ სასამართლოს წარმომადგენლებს სანქციები დაუწესა, შემდეგ კი შესაბამისი არგუმენტები არ წარუდგინა, გაუჭირდებათ, მოსახლეობას აუხსნან, „რომ ევროატლანტიკური სივრცე სამართლიანობაა“.

„სააკაშვილი რატომ ზის აქ? – სტრასბურგის გადაწყვეტილების მიხედვით. ამათ და ამათ პარტნიორებს რომ ჰკითხო, ფასიან ლობისტებს, ევროპარლამენტში რეზოლუცია მიიღეს და სამარცხვინო ვუწოდეთ… კუბილიუსები, ეს ფოტიგები სამარცხვინოები არიან. რეზოლუცია მიაღებინეს ევროპარლამენტს, სადაც ჩაწერეს, რომ სააკაშვილი პოლიტდევნილია და ეს კაცი BBC რომ გამოძიებას ატარებს და „მისტერ ოფშორს“ ეძახის, ეს თურმე მედიადევნილია. ამიტომაც, ორმაგი სტანდარტი მიუღებელია. ქალბატონ დეგნანს მინდა ვუთხრა – ორმაგი სტანდარტი არსად გავა, შეუძლებელია, ჩვენ ღირსეული ქვეყანა ვართ, მე ვარ უდიდესი კულტურის შვილი, ეს ბანანების რესპუბლიკა არ არის და თითოეულ სიტყვას აქვს ფასი. როდესაც თქვენ, ჩვენი ხელისუფლების მნიშვნელოვან შტოს, სასამართლოს ამ რეფორმების შემდეგ, რომელიც ამერიკული კომპანიების მხრიდან შეფასებულია დადებითად და სანქციას უწესებთ და შემდეგ უკან იხევთ და არგუმენტებიც არ გინდათ წარმოადგინოთ, ეს მიუღებელია. ამის შემდეგ გაგვიჭირდება, რომ ჩვენს მოსახლეობას ავუხსნათ, რომ ევროატლანტიკური სივრცე სამართლიანობაა. დღეს შეცდომას შეცდომა დაამატეთ და თქვით, რომ კეზერაშვილის „ქეისზე“ სასამართლომ უნდა იმსჯელოსო“, – განაცხადა ირაკლი ზარქუამ „აჭარის ტელევიზიაში“.

Post navigation

Previous: მაქვს პოზიტიური მოლოდინი რომ მეორე შეცდომას არ გაიმეორებს ევროკომისია და საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს
Next: ვიღაცას აქვს ინტერესი, რომ კეზერაშვილმა თავისი სისხლიანი, შავი ფულით აქ რევოლუციური პროცესები დააფინანსოს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.