Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ოპოზიცია იმ დაკვეთას ვერ ასრულებს, რაც მათი ამომრჩევლის ნაწილს უნდა – ეკა სეფაშვილი

მარშალ პრესი 19/04/2023
ეკა სეფაშვილი

ოპოზიციის ნაწილს ვერაფრით წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ბიზნესი დამოუკიდებელი იყოს, მასში სახელმწიფო არ ჩაერიოს და ამიტომ, ისევ იმ ძველი ნარატივითა და მიდგომებით აგრძელებენ ფიქრს – ეს არის მათი დამახინჯებული ფსიქოლოგია, – ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა და დეპუტატმა ეკა სეფაშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიცია საზოგადოების ნაწილის დაკვეთას ვერ ასრულებს და სწორედ ამიტომ, თავის ამომრჩეველს ნელ-ნელა კარგავს.

„მას შემდეგ, რაც 2012 წელს ხელისუფლება შეიცვალა, დიახ, ქვეყანაში ყველაფერი აბსოლუტურად სხვანაირად არის: აღარც ბიზნესის რეკეტი მიმდინარეობს სახელმწიფოს მიერ, აღარც სასამართლო არის მიტაცებული (დამოუკიდებელია და ეს სხვადასხვა კვლევით დასტურდება) და ა.შ.

ოპოზიციის ნაწილს კი ვერაფრით წარმოუდგენია, როგორ შეიძლება ბიზნესი დამოუკიდებელი იყოს, მასში სახელმწიფო არ ჩაერიოს და ამიტომ, ისევ იმ ძველი ნარატივითა და მიდგომებით აგრძელებენ ფიქრს – ეს არის მათი დამახინჯებული ფსიქოლოგია. ფაქტია, რომ ოპოზიცია იმ დაკვეთას ვერ ასრულებს, რაც მათი ამომრჩევლის ნაწილს, საზოგადოებას უნდა – „ქართულ ოცნებას“ ამა თუ იმ კანონპროექტის მიღების ან შემუშავებისას ოპონირება გაუწიოს. ქართული ოპოზიცია ფუნქციონირებს ისე, რომ რაც შეიძლება მეტი რადიკალიზმი შემოიტანოს ქართულ სახელმწიფოში, რაც შეიძლება მეტი აგრესია გამოიწვიოს, რაც შეიძლება მეტად დახლიჩოს საზოგადოება და ეს ყველაფერი მხოლოდ იმისთვის, რომ ხელისუფლება ხელში ჩაიგდოს. სწორედ ამიტომ, ოპოზიცია თავის ამომრჩეველს ნელ-ნელა კარგავს“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები – გია აბაშიძე
Next: მაქვს პოზიტიური მოლოდინი რომ მეორე შეცდომას არ გაიმეორებს ევროკომისია და საქართველოს მიანიჭებს კანდიდატის სტატუსს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.