Skip to content
16/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები – გია აბაშიძე

მარშალ პრესი 19/04/2023
გია აბაშიძე

აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანსს ხელიდან არ უშვებს და დაკავებულია ორმხრივი ურთიერთობის დაზიანების მცდელობით, – ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

აბაშიძე აშშ-ის ელჩის იმ განცხადებას ეხმაურება, რომელშიც კელი დეგნანმა დავით კეზერაშვილის შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ყოფილი თავდაცვის მინისტრის შესახებ გავრცელებულ ბრალდებებზე, მეტი ინფორმაციაა საჭირო. როგორც გია აბაშიძე აცხადებს, აშშ-ის ელჩი „ფორმულას“ ტელეწამყვანების სტილში ცდილობს კეზერაშვილი გაამართლოს.

„აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი შანსს ხელიდან არ უშვებს და დაკავებულია ორმხრივი ურთიერთობის დაზიანების მცდელობით. ძებნილი ოლიგარქის, დავით კეზერაშვილის “საადვოკატო მისიაც” მოირგო და “ქადაგებს” “ფორმულას” ტელეწამყვანის სტილში.

თუ ევრომძარცველ კეზერაშვილს თურმე აქვს იურიდიული პროცედურების უფლება, უარგუმენტოდ დასანქცირებულ ქართველ მოსამართლეებს ჩამოერთვათ მსგავსი უფლება?

ელჩმა დეგნანმა დიდი ხანია მრავალჯერ გადაკვეთა წითელი ხაზები და იჭრება იმ სფეროებში, სადაც არანაირადაა მისი კომპეტენცია.“ – წერს გია აბაშიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ოპოზიციის მხრიდან სრულიად მონური დამოკიდებულება ჩანს, ამ შემთხვევაში, ამერიკის მიმართ
Next: ოპოზიცია იმ დაკვეთას ვერ ასრულებს, რაც მათი ამომრჩევლის ნაწილს უნდა – ეკა სეფაშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.