Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ნათელია თუ რატომ იჭრიდნენ ვენებს კეზერას დაცვაზე

მარშალ პრესი 14/04/2023
ედიშერ გვენეტაძე

ედიშერ გვენეტაძე დავით კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის რეპორტაჟს ეხმიანება და აღნიშნავს, რომ უმნიშვნელოვანესი მოვლენა მთლიანად გააშიშვლა და გამოამზეურა BBC-იმ! ექსპერტის თმით, 7-8 მარტის მოვლენები დიდი ალბათობით დაფინანსებული იყო ამ სუპერთაღლითის მიერ!

“უმნიშვნელოვანესი მოვლენა მთლიანად გააშიშვლა და გამოამზეურა BBC-იმ! საყოველთაოდ ცნობილი გახდა, რომ ოპოზიციას და ე.წ. ოპოტელევიზიებს აფინანსებდა და აფინანსებს თაღლითი, ქართული ჯარის გამძარცველი, სამხედრო ბიუჯეტის ქურდი – მიხას თავდაცვის მინისტრი დავით კეზერაშვილი! ამდენად უკვე ნათელია თუ რატომ იჭრიდნენ ვენებს ოპოზიციასთან ერთად კეზერას დაცვაზე ე.წ. მწერალკულტელები, პოეტკულტელები, მუსიკულტელები, რეჟისორკულტელები!

როგორც ბრიტანულმა ტელეკომპანიამ დაგვანახა ყველა ამ ძალად “მედასავლეთეს” უხდიდა ნაქურდალ, ნათაღლითარ, გამოძალვის მეშვეობით ნაშოვნ თანხებს მაფიოზი კეზერაშვილი! უეჭველია 7-8 მარტის მოვლენები დიდი ალბათობით დაფინანსებული იყო ამ სუპერთაღლითის მიერ! ისე ბოლოს საკითხავია, რომელი ევროპელი პენსიონერის პირის ღრუდან ამოღებული კბილები ჩაუსვა კეზერამ ხაბეს?! ფულს სუნი არ აქვსო, ამიტომაც ხაბეს პირის ღრუს მოპირკეთების საქმე ნაღდად უნდა გამოიძიოს “ფორმულამ” და მისმა ჟურნალისტური “თანავარსკვლავედმა”! და დადოს უტყუარი მონაცემები ხაბეს მრავალჭირნახული ყბების შესახებ!”- წერს ედიშერ გვენეტაძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: არ უნდა დავარქვათ დამნაშავე მანამდე, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს – ლევან ბერძენიშვილი კეზერაშვილზე
Next: ლაშა ბუღაძემ კეზერაშვილთან დაკავშირებით გამოსავალი მოძებნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.