Skip to content
12/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

არ უნდა დავარქვათ დამნაშავე მანამდე, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს – ლევან ბერძენიშვილი კეზერაშვილზე

მარშალ პრესი 14/04/2023
ლევან ბერძენიშვილი

ლევან ბერძენიშვილი BBC-ის რეპორტაჟს ეხმაურება, რომლის მიხედვითაც, ე.წ. ქოლ-ცენტრების საქმის ერთ-ერთ მთავარ ფიგურანტად თავდაცვის ყოფილი მინისტრი, ტელეკომპანია „ფორმულას“ მფლობელი დავით კეზერაშვილი სახელდება.

როგორც ლევან ბერძენიშვილმა PIA.GE-სთან საუბარში აღნიშნა, ის დავით კეზერაშვილის შეფასებისგან თავს იკავებს, რადგან არ მიაჩნია სწორად, როცა სასამართლოს განაჩენამდე ადამიანს დამნაშავეს უწოდებენ.

„საქმე არის ასე, რომ არის ვარაუდები, რომლებიც ძალიან ჰგავს სიმართლეს, მაგრამ არ არის სასამართლოს დადგენილება და არსებობს უდანაშაულობის პრეზუმფცია, რომელიც ისე იცავს კეზერაშვილს, როგორც ნებისმიერ ადამიანს. ამ ვითარებაში, ჩვენ არავითარ შემთხვევაში არ უნდა დავკარგოთ ეს მომენტი – არ დავარქვათ დამნაშავე მანამდე, სანამ სასამართლოს ასეთი რამ არ უთქვამს. ამიტომ, მე ძალიან სერიოზულად შევიკავებდი თავს კეზერაშვილის შეფასებისგან“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.
ლევან ბერძენიშვილის თქმით, არც ერთი მილიარდერი და მილიონერი არ უნდა მართავდეს ხელისუფლებას მიუხედავად იმისა, თუ რა გზით აქვს ფული ნაშოვნი.

„მე მინდა ისეთი ქვეყანა, რომელსაც მართავენ პოლიტიკოსები და არა მილიარდერები და მილიონერები. ეს ყველას ეხება, კარგ, კეთილ მილიონერს, კარგად ვინც იშოვა, ცუდად ვინც იშოვა, თუ გინდა, ფეხბურთელი კალაძე იყოს, მე არ მინდა მილიონერი პოლიტიკაში და ანტიოლიგარქიული კანონი ზუსტად ამ მიმართულებით უნდა მიდიოდეს, რომ ფულიანი ხალხი პოლიტიკას არ უნდა გავაკაროთ“, – ამბობს ლევან ბერძენიშვილი.

Post navigation

Previous: თქვენისთანა სახელგატეხილი სუბიექტები პოლიტიკაში არ უნდა იყვნენ – ლევან ნიკოლეიშვილი ოპოზიციას
Next: ნათელია თუ რატომ იჭრიდნენ ვენებს კეზერას დაცვაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.