Skip to content
17/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ამიტომ აზვირთდა კამპანია სახელად ,,არა რუსულ კანონს” – გიორგი ჩაკვეტაძე

მარშალ პრესი 12/04/2023
გიორგი ჩაკვეტაძე

,ბიბისის” გამოძიებით ქოლცენტრების მეშვეობით დავით კეზერაშვილი ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს. ხოდა, მდიდარი ენჯეოები და ნაცების ტელევიზიები ხომ არ დაწერდნენ, აგენტობისათვის გამოყოფილ სხვა თანხებთან ერთად, ევროპელების გაძარცვით მიღებული ფულით ვფინანსდებითო… ამიტომ აზვირთდა კამპანია სახელად ,,არა რუსულ კანონს” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში უმრავლესობის წევრი გიორგი ჩაკვეტაძე წერს.

მისი თქმით, აგენტების კანონში ეწერა, რომ ენჯეოებს და ტელევიზიებს გარედან დაფინანსების შემთხვევაში უნდა დაეწერათ, საიდან იღებდნენ ამ ფულს.
აქვე ჩაკვეტაძე აღნიშნავს, რომ კეზერაშვილმა თავად აღიარა მათი დაფინანსება.

„საუკუნის აფიორა – ,,რუსული კანონი” ბოლომდე გაიშიფრა. აგენტების კანონში ეწერა, რომ ენჯეოებს და ტელევიზიებს გარედან დაფინანსების შემთხვევაში უნდა დაეწერათ, საიდან იღებდნენ ამ ფულს. კეზერაშვილმა თავად აღიარა მათი დაფინანსება.

,,ბიბისის” გამოძიებით ქოლცენტრების მეშვეობით ის ძარცვავს ევროპელ პენსიონერებს.
ხოდა, მდიდარი ენჯეოები და ნაცების ტელევიზიები ხომ არ დაწერდნენ, აგენტობისათვის გამოყოფილ სხვა თანხებთან ერთად, ევროპელების გაძარცვით მიღებული ფულით ვფინანსდებითო…

ამიტომ აზვირთდა კამპანია სახელად ,,არა რუსულ კანონს”. ვინმეს კითხვები ხომ არ დარჩა რა აკადრეს განსაკუთრებით ახალგაზრდებს?!
ქართული ჯარისგან და ევროპელებისგან მოპარული ფული დააცვევინეს პატრიოტულ ემოციებზე მანიპულაციით!..“ – წერს გიორგი ჩაკვეტაძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ეს მსოფლიო მასშტაბის ქურდბაცაცა არის მთელი ოპოზიციის სახე – ანდრია გვიდიანი დავით კეზერაშვილზე
Next: სადაა ჟიჟილაშვილი? თორემ მიშა მშვილდაძისგან და თარგამაძისგან ბინძური ფულის აღება რა გასაკვირია – გური სულთანიშვილი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.