Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს მსოფლიო მასშტაბის ქურდბაცაცა არის მთელი ოპოზიციის სახე – ანდრია გვიდიანი დავით კეზერაშვილზე

მარშალ პრესი 12/04/2023
ანდრია გვიდიანი

ეს მსოფლიო მასშტაბის ქურდბაცაცა არის მთელი ოპოზიციის სახე, მაგრამ ამ ამბავში ყველაზე ამაზრზენი სანახავია ამ გაიძვერა თაღლითის მოურავების ფართოდ დახუჭული თვალები, რომლებიც არც არაფერს იმჩნევენ, არც არაფრის რცხვენიათ – თითქოს არაფერი მომხდარა.

უფრო მეტიც, მისი ნაყიდი არარაობები თავხედურადად ცდილობენ, ქურდი კეზერაშვილი საზოგადოებას თანამედროვე ბიზნესმენად შეასაღონ – ასე ეხმიანება ექსპერტი ანდრია გვიდიანი კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ BBC-ის რეპორტაჟს.

გვიდიანის თქმით, BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტმა უკვე საერთაშორისო დონეზე დაადასტურა რას წარმოადგენს კეზერაშვილი. „BBC-ის საგამოძიებო სიუჟეტმა უკვე საერთაშორისო დონეზე დაადასტურა რას წარმოადგენს კეზერაშვილი.

“ამ სუბიექტმა ჯერ ქართული ბიზნესები დაატერორა, შემდეგ ქართული ჯარი გაძარცვა, ახლა ევროპელი პენსიონერების გატყავებით არის დაკავებული. ეს პიჯაკში გამოწყობილი აღზევებული მდაბიო არის საერთაშორისოდ დადასტურებული კრიმინალი. ის აფინანსებს ქართულ ოპოზიციას, მედიას, ეგრეთწოდებულ სამოქალაქო სექტორს და ყველას, ვინც ამ ქვეყნის ჯანჯღარისგან სიამოვნებას იღებს.

შესაბამისად, ეს მსოფლიო მასშტაბის ქურდბაცაცა არის მთელი ოპოზიციის სახე. მაგრამ ამ ამბავში ყველაზე ამაზრზენი სანახავია ამ გაიძვერა თაღლითის მოურავების ფართოდ დახუჭული თვალები, რომლებიც არც არაფერს იმჩნევენ, არც არაფრის რცხვენიათ – თითქოს არაფერი მომხდარა. უფრო მეტიც, მისი ნაყიდი არარაობები თავხედურადად ცდილობენ, ქურდი კეზერაშვილი საზოგადოებას თანამედროვე ბიზნესმენად შეასაღონ. P.S. – საინტერესოა, თუ გამოჩნდება ვინმე, ვისაც ოდნავ მაინც შეაწუხებს მორალი და გაემიჯნება ამ ინფუზორიას“ – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ეს არის სიტყვები სიტყვებისთვის, რომლებიც კოლექტიურ არასამთავრობოებს ერთ-ერთ აქტივობად ეთვლებათ
Next: ამიტომ აზვირთდა კამპანია სახელად ,,არა რუსულ კანონს” – გიორგი ჩაკვეტაძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.