Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

თუ ბრალდებები სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ

მარშალ პრესი 10/04/2023
ვალერი ცერცვაძე

თუ ბრალდებები სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ და თუ ეს დღევანდელ საქმიანობას ეხება, მით უფრო პარადოქსულია, – ამის შესახებ ყოფილმა მოსამართლემ ვალერი ცერცვაძემ მოსამართლეთა სანქცირების ფაქტის კომენტირებისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რომ თუ ეს სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ და თუ ეს დღევანდელ საქმიანობას ეხება, მით უფრო პარადოქსულია, როგორ შეიძლება მე გავლენას ვახდენდე გარკვეულ პროცესებზე სასამართლოში. ძალიან მძიმე ბრალდებებზე არანაირი მტკიცებულებითი სტანდარტი არაა დაცული, ყველაზე მსუბუქი, ბრალდებისთვის საჭირო სტანდარტიც კი არ არის დაცული“, – აღნიშნა ცერცვაძემ

აშშ-ის სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებით, აშშ-მა მოსამართლეებს მიხეილ ჩინჩალაძეს, ლევან მურუსიძეს, ირაკლი შენგელიასა და ვალერიან ცერცვაძეს, მნიშვნელოვან კორუფციულ საქმიანობაში მათი ჩართულობის მოტივით, სანქციები დაუწესა.

Post navigation

Previous: ამ უდიდესი სკანდალის მიუხედავად, თქვენ არათუ დაასანქცირეთ რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობთ მათ – ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს
Next: “ენტონი ბლინკენის განცხადება და კოლინ პაუელის შხამიანი სინჯარა”

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.