Skip to content
18/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ამ უდიდესი სკანდალის მიუხედავად, თქვენ არათუ დაასანქცირეთ რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობთ მათ – ლევან ნიკოლეიშვილი კელი დეგნანს

მარშალ პრესი 10/04/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ნიკა გვარამიას და მოსამართლე მამუკა ახვლედიანის ფარულ ჩანაწერს, სადაც გვარამია მოსამართლეს 6 მილიონიდან წილს ჰპირდება.

ექსპერტი კელი დეგნანს მიმართავს და აცხადებს, რომ ამ ფაქტზე არათუ დაასანქცირა რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობს მათ.

„მოსამართლეთა გაუგებარ და უსამართლო სანქცირებაზე

ქალბატონ ელჩს მივმართავ – თქვენ წლებია წინ გიდევთ მოსამართლის და ტელეკომპანიის მფლობელის კორუფციული გარიგების უტყუარი ფაქტი. სასამართლოს ხელმძღვანელს გვარამია გადადგომის სანაცვლოდ ჰპირდება წილს 6 მილიონიდან! აი ამ უდიდესი სკანდალის მიუხედავად, თქვენ არათუ დაასანქცირეთ რომელიმე მათგანი, არამედ ღიად მფარველობთ მათ!

ამის პარალელურად, ქართველი ხალხი იმის ღირსადაც არ ჩათვალეთ, რომ გეთქვათ კონკრეტული ფაქტები, რის გამოც დაადეთ მოსამართლეებს სანქცია“, -წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: შელაპარაკება და ინციდენტი რუსთაველის გამზირზე (ვიდეო)
Next: თუ ბრალდებები სასამართლოს ეხება, ძალიან ღიმილისმომგვრელი უნდა იყოს, ახლა რატომ გახდა ცნობილი, 6 წლის შემდეგ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.