რეჟისორი გოგა ხაინდრავა სალომე სამადაშვილს გამოეხმაურა, რომელმაც ირაკლი ღარიბაშვილს ქაჯი და არარააობა უწოდა.
„ქაჯი და არარაობა – სალომე სამადაშვილი. სააკაშვილის, ადეიშვილის, მერაბიშვილის, ახალაიების მეგის ქარდავას და კასტილიანი კაცის თანამოაზრე, გირგვლიანის, რობაქიძის, ვაზაგაშვილების, თეთრაძის მკვლელობის თანამონაწილე, “ენმ”-ს კადრი 20-წლიანი სტაჟით… ქაჯი და არარაობა! როგორ ზუსტად აღწერა საკუთარი პორტრეტი საჯარო პოლიტიკაში. ასეთ გამჭვირვალობას დეპუტატ სამადაშვილისგან არ ველოდი“, – წერს გოგა ხაინდრავა სოციალურ ქსელში Twitter-ში.
