
გიორგი ზერეკიძე 14 წლის იყო, როდესაც სააკაშვილის მმართველობის პერიოდში დააკავეს. მიხეილ სააკაშვილმა კი საჯაროდ, განაჩენის გამოტანამდე თავად გამოუტანა სასჯელი და თქვა, რომ ის იყო ყაჩაღი და დამტერორებელი.
როგორც გიორგი ზერეკიძემ “პოსტვ”-ის ეთერში ისუბრა, მაშინდელმა სამართალდამცველმა უწყებამ ყველა ბრალი წაუყენა გარდა იმისა, რაშიც მონაწილეობდა და ეს იყო შელაპარაკება დისტრიბუტორთან, რომელიც ფიზიკურ დაპირისპირებაში გადაიზარდა.
ზერეკიძის თქმითვე, შელაპარაკება დისტრიბუტორთან იმიტომ მოუვიდა, რომ ადგილი, სადაც მანქანა გააჩერა, მისი მამის მანქანის გასაჩერებელი ადგილი იყო და კონფლიქტიც სწორედ ამას მოჰყვა.