ეკონომიკის სამინისტროს საკუთარი შენობა ექნება და საგარეო საქმეთა სამინისტროს რეაბილიტაცია ჩაუტარდება

970X90

ეკონომიკის სამინისტროს, მაგალითად, 7 წელია არ აქვს თავისი შენობა, რაც რა თქმა უნდა, სირცხვილია. ამიტომ, ბატონ ლევანთან ერთად ვისაუბრეთ და გადავწყვიტეთ, რომ გვაქვს უნიკალური ადგილი ორთაჭალაში, იქ აშენდება ეკონომიკის სამინისტრო, სადაც მთელი თავისი სსიპ-ებით, ყველაფრით განთავსდება თანამედროვე შენობაში, თანამედროვე სტანდარტების შენობაში, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, აგრეთვე, რეაბილიტაცია ჩაუტარდება საგარეო საქმეთა სამინისტროს შენობას.

„საგარეო საქმეთა სამინისტროზე მინდა ვთქვა, ასევე დიდი გამოწვევა არის არსებული შენობის მდგრადობა და აუცილებელია რეაბილიტაციის დაწყება, წელსვე გვინდა, რომ ეს პროექტი დავიწყოთ, ამას ბატონი ილია განახორციელებს.”- განაცხადა პრემიერმა.

970X90
გაზიარება