იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება, მათ შორის, აშენდება 80 ახალი სკოლა

970X90

ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, იგეგმება 800 სკოლის მოწესრიგება, მათ შორის, აშენდება 80 ახალი სკოლა, აგრეთვე, ქვეყნის მასშტაბით აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412.

„მაგალითად, სკოლების მიმართულებით გახსოვთ, რომ ბოლო 8-9 წლის განმავლობაში 175 სკოლა ავაშენეთ და 220-ზე მეტ, 240-მდე სკოლას ჩაუტარდა რეაბილიტაცია, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ჩვენ დღეს გვაქვს 800 სკოლა გასარემონტებელი, აქედან 80 ახალი სკოლის აშენება მოგვიწევს, 220 სკოლის სრული და დარჩენილის ნაწილობრივი რეაბილიტაცია, ჯამში 800 სკოლის მოწესრიგებას შეეხება აღნიშნული პროექტი.

ბიუჯეტი იქნება დაახლოებით მილიარდი ლარი და ჩვენ რვაასივე სკოლას, როგორც აღვნიშნე ნაწილს გავარემონტებთ, ნაწილს ნაწილობრივ და 80 ახალ სკოლას ავაშენებთ მომდევნო 3 წლის განმავლობაში, ეს უნდა იყოს ჩვენი ახალი ამოცანა. ასევე მინდა ვთქვა, რომ მთელი ქვეყნის მასშტაბით ჩვენ ასევე გავაკეთეთ, შევაფასეთ საბავშვო ბაღების მდგომარეობაც, რომელიც კრიტიკულია, ძალიან მძიმე მდგომარეობაშია ბევრი საბავშვო ბაღი რეგიონებში განსაკუთრებით, ამიტომ გვაქვს მიღებული გადაწყვეტილება, რომ აშენდება 90 საბავშვო ბაღი და რეაბილიტირდება 412 ბაღი მთელი ქვეყნის მასშტაბით, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი.

აქვე მინდა ვთქვა, რომ ჩვენთვის მთავარი ამოცანა უნდა იყოს სწორედ ის, რომ ჩვენი მომავალი თაობა, ბავშვები იზრდებოდნენ, განათლებას იღებდნენ ძალიან ჯანსაღ გარემოში, ამიტომ მათთვის აუცილებელია, რომ სკოლები, ბაღები იყოს იდეალურ მდგომარეობაში, ეს არის ჩვენი მთავარი ამოცანა და პრიორიტეტიო,“- განაცხადა პრემიერმა.

970X90
გაზიარება