Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია – ქვეყანაში არ შემოუშვას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შეპყრობილი ტრენერების მანტიას ამოფარებული აგენტები, არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება

მარშალ პრესი 06/04/2023
თამთა მეგრელიშვილი

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან დაადასტურა ინფარმაცია, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში ქართული სახელმწიფოს გადაწყვეტილებით არ შემოვიდა – ამის შესახებ სოციალურ ქსელში „ხალხის ძალის“ წევრი თამთა მეგრელიშვილი წერს.

როგორც მეგრელიშვილი აღნიშნავს, ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია, ქვეყანაში არ შემოუშვას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შეპყრობილი ტრენერების მანტიას ამოფარებული აგენტები, არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და საჭირო პასუხი კითხვაზე – საქართველო სახელმწიფოა თუ არა?

„სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა გრიგოლ ლილუაშვილმა მედიასთან დაადასტურა ინფორმაცია, რომ აშშ-ის მოქალაქე ჯეიმსონ მარშალ ქომინსი საქართველოში ქართული სახელმწიფოს გადაწყვეტილებით არ შემოვიდა.

იგივე ზომები უნდა მიეღო სახელმწიფოს აკერმანის შემთხვევაშიც, რადგან ყოველი პირი, რომლის უკან ქართული სახელმწიფოსადმი ანტისახელმწიფოებრივი მიზანია, ამ წესს უნდა დაექვემდებაროს და წარსულშიც უნდა დაქვემდებარებოდა.

ჩვენ დესტრუქციაზე ორიენტირებული ძალა ქვეყნის შიგნითაც გვეყოფა, დამატებით ამერიკიდან მოწვეულ „მშვიდობის მტრედებზე“ (ტრენერებზე) რომ არ იხარჯებოდეს თანხა.

ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია – ქვეყანაში არ შემოუშვას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შეპყრობილი ტრენერების მანტიას ამოფარებული აგენტები, არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება და საჭირო პასუხი კითხვაზე – საქართველო სახელმწიფოა თუ არა?“ – წერს თამთა მეგრელიშვილი Facebook -ზე.

Post navigation

Previous: ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ – ანდრია გვიდიანი
Next: საქართველოს სახელმწიფოს გადაწყვეტილება, ქვეყანაში არ შემოუშვან მარტის არეულობის ერთ-ერთი „მატრენინგებელი“ ორგანიზატორი, ქვეყნის უსაფრთხოების ინტერესებით იყო ნაკარნახები

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.