Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ – ანდრია გვიდიანი

მარშალ პრესი 06/04/2023
ანდრია გვიდიანი

“იმედის” ეთერში ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ, რომელმაც ქართული საზოგადოებისთვის ვერცერთ საინტერესო კითხვას ვერ უპასუხა და მხოლოდ რებუსებით საუბრით შემოიფარგლა, -ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

გვიდიანის განცხადებით, საზოგადოებისთვის ყველაზე საინტერესო კითხვას – რა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაუწესდათ სანქციები ქართველ მოსამართლეებს – ელჩმა გაურკვეველ საჯარო წყაროებზე მიუთითა.

რაც შეეხება სააკაშვილის და ადეიშვილის მიმართ სანქციების დაწესების შესახებ დასმულ შეკითხვას, კელი დეგნანმა, მასზე პასუხს თავი აარიდა.

„”იმედის” ეთერში ჩვენ ვნახეთ დეზორიენტირებული და კუთხეში მიმწყვდეული ამერიკის ელჩის ინტერვიუ, რომელმაც ქარული საზოგადოებისთვის ვერცერთ საინტერესო კითხვას ვერ უპასუხა და მხოლოდ რებუსებით საუბრით შემოიფარგლა.

ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც საზოგადოებას აინტერესებს, არის კითხვა – თუ რა კონკრეტულ მტკიცებულებებზე დაყრდნობით დაწესდა სანქციები?! ამაზე პასუხი იყო, რომ ეს საჯარო წყაროებიაო. რა გამოდის – გაურკვეველ საჯარო წყაროებზე დაყრდნობით შეიძლება ადამიანზე მტკიცებითი ფორმით თქვა, რომ ის კორუმპირებულია და მის მიმართ სანქციები დააწესო? ეს არის ამერიკული სტანდარტი? ეს არის კანონის უზენაესობის ამერიკული გაგება? მეორე – კითხვაზე, თუ რატომ არ დაწესდა სანქციები სააკაშვილის და ადეიშვილის მიმართ, რომელთა წაინააღმდეგ არათუ რაღაც NGO-ების მიერ ჩატარებული კვლევები, არამედ სტრასბურგის სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენები არსებობს, უპასუხა, რომ სასამართლო რეფორმა უნდა გაგრძელდეს ეს მნიშვნელოვანია დემოკრატიისთვისო. ეს უბრალოდ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულება და ორმაგი სტანდარტის კლასიკური ნიმუშია. გასაგებ ენაზე კი ნიშნავს – “სააკაშვილ-ადეიშვილი ნაბიჭვრები არიან, თუმცა ჩვენი ნაბიჭვრები”.“ – წერს ანდრია გვიდიანი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ვინმეს თუ ჰგონია მოცემული სანქციები რაიმე ფორმით შეგვაშინებს, ან მისაღებ გადაწყვეტილებაზე იმოქმედებს, მინდა ვუთხრა, რომ ძალიან მწარედ ცდება – ლევან თევზაძე
Next: ქართული სახელმწიფოს მტკიცე პოზიცია – ქვეყანაში არ შემოუშვას ანტისახელმწიფოებრივი მიზნებით შეპყრობილი ტრენერების მანტიას ამოფარებული აგენტები, არის სახელმწიფოებრივი გადაწყვეტილება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.