Skip to content
20/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

9 აპრილს, იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსების გამართვას აპირებენ

მარშალ პრესი 06/04/2023
დავი ქართველიშვილი

იცით სად გადის თავხედობისა და ცინიზმის წყალგამყოფი თავისუფალ ქართველებსა და ლაქიებს შორის? დიახ, 9 აპრილზე – იმ დღეზე, რომელიც თავის ტრაგიკულობასთან ერთად, უდიდესი სიამაყისა და ზეიმის სიმბოლოა.

სიმბოლო იმისა, თუ როგორ შეიძლება პატარა „დავითმა“ შიშველი ხელებით მონსტრი – „გოლიათი“ დაამარცხოს, თუნდაც პატარა ბიჭებისა და გოგონების, მათი მამებისა და ბებიების მსხვერპლის ფასად, მაგრამ კბილებამდე შეიარაღებული უზარმაზარი საბჭოთა მონსტრი დაამარცხოს, – აცხადებს „ხალხის ძალის“ წევრი დავით ქართველიშვილი.

მისივე თქმით, იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები აპირებენ, 9 აპრილს, საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსები გამართონ. „დღეს კვლავ გვითენდება მორიგი 9 აპრილი.

დღეს მორიგ მონსტრს, მორიგ იმპერიას – „გლობალური ომის პარტიის“ სახით – იმ 9 აპრილის, იმ დახოცილი ბავშვების, მამებისა და ბებიების მონაპოვრის ფეხქვეშ გათელვა სურს, და, ამ მიზნით, ქართველებისთვის ამ საკრალურ და წმინდა ადგილას, თავისი აგენტებისა და ლაქიების შაბაშის მოწყობა განიზრახეს. იმ ლაქიების, რომლებსაც ყოველ წელს 9 აპრილის მემორიალზე აღმართული ჯვრის ჩამოხსნა სურთ, მაგრამ შიში ოხერია, ვერ ბედავენ.

შეგიძლიათ წარმოიდგინოთ, რომ 1989 წლის შემდგომ წლებში, 9 აპრილს რუსთაველის გამზირზე ყვავილებით ჯერ საბჭოთა, ხოლო შემდგომ რუსეთის ოფიცრები იკრიბებოდნენ და საქართველოს მომავალზე მიტინგებს მართავდნენ? 2023 წლის 9 აპრილს ამ იმპერიალისტების იდეოლოგიური შთამომავლები და მემკვიდრეები – ნეოიმპერიალისტებისა და ნეოკოლინიზატორების ლაქიები აპირებენ საკუთარი მოღალატეობრივი და უსამშობლო პერფორმანსების გამართვას. ეს სხვა არაფერია, თუ არა 1989 წლის 9 აპრილის დანატოვრის შებილწვა. ცალ ფეხზე და წაკუზულ მდგომარეობაში მყოფი ქართველი 9 აპრილს, ჩვენი თავისუფლებისა და ღირსების მემორიალთან, ჯერ არავის უნახავს“, – აღნიშნავს დავით ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: შეურაცხმყოფელი ბრალდებაა – მოსამართლე სიმონ ჩხაიძე სანქციებზე
Next: ძალიან მნიშვნელოვანია არსებობდეს კონკრეტული დასაბუთებები, რას ეყრდნობოდა ეს გადაწყვეტილება – ირაკლი ჩიქოვანი მოსამართლეების სანქცირებაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.